#47017924 · 15 Feb 2016, 23:26 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
თელავში თბილისის გზატკეცილზე ორი ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრეს. შემთხვევა ნახევარი საათის წინ მოხდა. კურიერის ადგილობრივი კორესპონდენტის ცნობით, დანაშაული ერთ-ერთი კორპუსის ეზოში მოხდა, სადაც ინციდენტამდე ახალგაზრდები ქეიფობდნენ. სავარაუდოდ მათ შორის შეხლა-შემოხლას ორი ახალგაზრდას დაჭრა მოყვა.
რა გახდა ახალგაზრდების დაპირისპირების მიზეზი ამ ეტაპზე უცნობია.
დაჭრილები თელავის რაიონულ საავადმყოფოში სასწრაფო დახმარების ბრიგადამ გადაიყვანა. ერთ-ერთი დაჭრილის მდგომაროება კრიტიკულად მძიმეა.
ამ დროისთვის ადგილზე მობილიზებულია საპატრულო და კრიმინალური პოლიცია. საქმე განზრახ მკვლელობის მცდელობის მუხლით აღიძრა. პოლიციას ჯერ არავინ დაუკავებია. მიმდინარეობს თვითმხილველების დაკითხვა.
--------------------
For there is nothing hidden that will not be disclosed, and nothing concealed that will not be known or brought out into the open.
|