#47031829 · 17 Feb 2016, 15:38 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
პროექტი “სამოქალაქო საზოგადოება ადგილობრივი დემოკრატიისთვის” არის საქართველოს ადგილობრივი თვითმმართველობის ეროვნული ასოციაციის, ინიციატივა. მისი მიზანია ხელი შეუწყოს ადგილობრივი დემოკრატიის განმტკიცებას საქართველოში სოფლების, თემების და დაბების მობილიზებით და მათი ჩართვით საკუთარის ბედის გადაწყვეტაში.
პროექტი თანამშრომლობას სთავაზობს ახალგაზრდა, ინიციატივიან და აქტიურ ადამიანებს, მათ ვისაც აწუხებს საკუთარი დასახლების და მთლიანდ სამშობლოს ბედი, ვისაც სურს მონახოს გზა წარმატების მისაღწევად. ჩვენ გვჯერა, სწორედ ასეთი ადიამიანებია ძალა რომელსაც შეუძლია ძლიერი, დემოკრატიული და მდიდარი სახელმწიფოს შექმნა საქართველოში.
პროექტი ღიაა მრავალმხრივი და მრავალდონიანი თანამშრომლობისთვის. ეს ვებგვერდი შექმნილია რათა ყველა დაინტერესებულ პირს მისცეს ინფორმაცია ჩვენი ინიციატივის შესახებ. მსურველები ჩავრთოთ პროექტის საქმიანობაში, მივცეთ მათ საშუალება კონტაქტები დაამყარონ სხვა სათემო ლიდერებთან და ერთად იმუშაონ საკუთარი დასახლებისა და მთლიანდ სამშობლოს უკეთესი მომავლისთვის.
|