საქართველოს ახალი ხელისუფლების მიერ ამნისტიით გათავისუფლებული ვაჰაგან ჩახალიანი “ჯავახკის” (სამცხე-ჯავახეთი) სომხობისადმი მიმართვას ავრცელებს და “საქართველოს თურქიზაციის” წინააღმდეგ ბრძოლისკენ მოუწოდებს. მიმართვა 9 თებერვლითაა დათარიღებული. “აქცენტი” მის ქართულ თარგმანს გთავაზობთ:
“ძვირფასო ჯავახკელო სომხებო, მცხოვრებო სამშობლოში, ასევე მთელს მსოფლიოში გაფანტულო დებო და ძმებო! ჩემი შეშფოთების მიზეზად სააკაშვილის მიერ დაწყებული და აქთაშ-კარწახის საბაჟო პუნქტის ექსპლუატაციის დაწყებასთან ერთად გააქტიურებული კიდევ უფრო საშიში პროცესი გახდა, რომელიც ერთი წინადადებით შეიძლება, დაახასიათო, როგორც “პანთურქისტული ოცნების” ხორცშესხმა...
სააკაშვილის დიქტატურის წლებში ჩვენი – ჯავახკელი სომხების ბრძოლა წარმოებდა ლოზუნგით “ჯავახკის სომხობის გადარჩენისთვის!” და “არა – სომხობის გასვლას ჯავახკიდან!”. მაშინ ჩვენ დავისახეთ ამოცანად, აღგვეკვეთა ჯავახკიდან სომხობის გაძევების იძულებითი პროგრამა და წარმატებასაც მივაღწიეთ, თუმცა ბევრ ჩვენგანს ეს ძვირად დაუჯდა. სააკაშვილის მიერ ჩაყრილი თესლი დღეს უხვ მოსავალს იძლევა – საქართველოს თურქიზაცია ყოველდღიურად სულ უფრო მეტად უახლოვდება ზღვარს. ქვეყანაში 25 წლის ასაკს გადაცილებული 560 ათასზე მეტი გაუთხოვარი ქრისტიანი ქალია და 1 მილიონზე მეტი ქრისტიანი მამაკაცი 18-დან 35 წლამდე, რომლებიც ყოველწლიურად გადიან საშოვარზე უცხოეთში. თურქულ-აზერბაიჯანული კაპიტალის მქონე ორგანიზაციებში ქრისტიანებს არ ასაქმებენ.
სააკაშვილის დანაშაულებრივი თანხმობითა და მხარდაჭერით ხელთ აქვთ ჩაგდებული ყველა შემოსავლიანი და სტრატეგიული სფერო. თურქები და აზერები ცდილობენ, ნებისმიერ ფასად ჩაიგდონ ხელში დარჩენილი სფეროები, რომელიც ჯერ არ ეკუთვნით, მათ შორის – საქართველოს ყველაზე დიდი ფასეულობა – სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების ნაყოფიერი მიწები.
პროცესი, რომელიც დღეს ჩვენში შეშფოთებას იწვევს, ძირეულად განსხვავდება წინასგან, ვინაიდან შეიცავს საფრთხეს არა მარტო ჯავახკისთვის, არამედ მთელი საქართველოსთვის და, რატომაც არა, სომხეთისთვისაც. ძვირფასო ჯავახკებო, მოგიწოდებთ, არ დაუშვათ, რომ ჯავახკში მოქმედებდეს ჩვენი ტრადიციების დამმახინჯებელი დაწესებულებები, მათ შორის – საროსკიპოები, რომლებიც სოკოებივით გამრავლდა აქთაშ-კარწახის საბაჟო პუნქტის ამოქმედების შემდეგ. მოდით, ყველამ ერთად გავილაშქროთ ამის წინააღმდეგ, ჩვენს რეგიონში – ჯავახკში მიწების, ბინების, სხვა უძრავი ქონებისა და საზოგადოებრივი ობიექტების ყიდვა-გაყიდვის თურქულ-აზერბაიჯანული ბიზნესისთვის განკუთვნილი ყველა გარიგება გავაუქმოთ.
უდიდეს პატივს ვცემთ რა საკუთრების უფლებას, ჩვენ, ამავე დროს, ნათლად უნდა ვაცნობიერებდეთ, რომ არც ერთ ჩვენგანს არ გვაქვს მორალური უფლება, თუნდაც ყოფითი სირთულეებიდან გამომდინარე, დარტყმის ქვეშ დავაყენოთ სამშობლოს სტაბილურობა. არც ერთ სომეხს არ აქვს უფლება, ჯავახკის თურქიზაციას შეუწყოს ხელი.
კიდევ ერთხელ აღვიმაღლოთ ხმა როგორც საქართველოსა და ჯავახკის ისლამიზაციის, ისე სომხეთისა და არცახის ბლოკადის წინააღმდეგ! მოდით, ერთად აღვუდგეთ წინ პანთურქიზმის შესახებ ოცნებას, მით უფრო – ჯავახკის ხარჯზე!” - ნათქვამია ჩახალიანის მიმართვაში.
http://accent.com.ge/ge/news/details/9046-...%83%90%E1%83%A1 This post has been edited by dimonds on 15 Feb 2016, 13:34