არგენტინის ქალაქ კორდოვაში გამართული რეგიონალური ლიგის მატჩი მსაჯის მკვლელობით დასრულდა. ერთ-ერთმა ფეხბურთელმა შეხვედრის არბიტრი 48 წლის სესარ ფლორესი მოკლა და ერთი მოთამაშე დაჭრა. აღნიშნულ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.
როგორც შემდეგ გაირკვა, მსაჯმა ფეხბურთელს უხეში თამაშის გამო წითელი ბარათი უჩვენა, გაძევებული მოთამაშე მალევე შეიარაღებული დაბრუნდა მოედანზე და ფლორესს ცეცხლსასროლი იარაღით სამი ჭრილობა მიაყენა.
არსებული ინფორმაციით, მსაჯი ადგილზე გარდაიცვალა, ხოლო სროლის დროს მკერდის არეში დაჭრილი ვალტერ სარატე საავადმყოფოში გადაიყვანეს და ახლა მის სიცოცხლეს საფრთხე აღარ ემუქრება.
ბოროტმოქმედის ადგილმდებარება ჯერ დადგენილი არაა. პოლიცია დამნაშავეს ამ წუთამდე ეძებს.
http://goal.ge/ge/argentinashi-fekhburtelma-msaji-mokla/