ჯერ თქვენ დაგეცათ მეხი იმ ჩურჩხელების ფოტოების გამო... იქნებ სხვასაც უნდა ბებო, სოფელი და ბევრი ჩურჩხელა...
დეპრესიაში ჩამაგდეთ. გამახსენდა რა კარგად ვიყავი სახლში... დედაჩემს რომ დავარეკინებდი მამაჩემისთვის, ვეტყოდი რა მინდოდა და მომიტანდა, როცა მოვიდოდა... ყოველთვის მოჰქონდა, რასაც ვეტყოდი... უფრო სწორად, დედაჩემი ეტყოდა, ნანამ ეს ინატრა და წამოუღეო.
ახლა კიდევ სადღაც ძლივს ერთი ქილა ჟოლოს ჯემი თუ მურაბა ვიპოვე. ავიდუღე ჩაი, დავისხი. მაგრამ ქილის გახსნა იმდენად რთული აღმოჩნდა და იმდენი ვიწვალე, რომ ამასობაში ჩაი გამიცივდა...
მერე გამოვაღე კარადა და პური არ ყოფილა. ტყუილად მიწვალია ჯემის გახსნაზე და ჩაიც ტყუილად გამციებია... უგემურად დავლიე თბილი ჩაი, ჯემს ვუყურებდი და პურს ვნატრობდი...
სახლში მინდა...
Cryyyyyyyyyy