#47037765 · 18 Feb 2016, 02:51 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
ესეიგი... იქნებ ვინმემ იცოდეთ რა სპორტია... წინაზე ვიყავი წასული მარნეულში, ბოლნისში და ა.შ. ეხლაც დაახლოებით იგივე მარშუტით ვიყავი წასული და რა სიტუაციაა და რატო ვხსნი თემას...
ფრეგოზე 1.46 რო ღირდა რეგულარი, მარნეულის იქით 1.38 იყო დღეს ქალაქში 1.36 რო აქვს იქეთ 1.33 აქვს. კახეთისკენ რო მივდიოდი მაქეთაც აქვთ კალონკა ვაბშე 1.40 უდევთ რეგულარზე. ასევე ლუკოილის კალონკა გავჩითე სადაც რეგულარს 1.30 ედო ფასი თბილისში 1.39 ღირს თუ არ ვცდები. დალშე პუჭუ მუჭუ კალონკებზე 1.30 ყველგან, და Moil თუ Maxoil თუ რაღაც მაგდაგვარ კალონკაზე (ქსელია იქეთკენ) 1.25 ღირს რეგულარი.
ანუ თბილისში უფრო ძვირად რო ყიდიან და რაღაც 50-60კმ დაშორებით უკვე ნაკლებ ფასში რო ყიდიან რა სპორტია? ფრეგოს მივწერე ფეისბუქზე და ვითომ ისაო, წამახალისებელი ფასები გვაქვსო პერიოდულად ქალაქ გარეთ კლიენტების მოზიდვის მიზნითო, თავსაც დავდებ და ყვერებსაც რო რამდენჯერაც არ უნდა გავიდეს ადამიანი იქეთ, სულ მუდამ უფრო დაბალი ფასი ექნებათ ვიდრე თბილისში... დასავლეთში რა ხდება ამ მხრივ არ ვიცი... არ ვყოფილვარ კაი ხანია...
ბანძი ბენზინი და ეგეთი თემა მაგრად მკიდია სიმართლე რო გითხრათ იმიტომ რომ ჩემი ჩორნა 87 დან 95 მდე ოქტანობის ბენზინზე მშვენივრად გრძნობს თავს... პროსტა აი ეს ფასების თემა მაგრად მაღიზიანებს და ვინმემ ხომ არ იცით რეალურად რაშია საქმე?
მარტომ ამ 2 ბრენდს აქვს ესეთი არეული ფასები, დანარჩენებს რავი ერთნაირად აქვთ ყველა ზაპრავკაზე საქართველოს მასშტაბით.
--------------------
1. Dodge Intrepid 2,7 2. Dodge Neon 2.0 3. Dodge Stratus 2.4 4. Jeep Grand Cherokee 4.0 242 5. Jeep Grand Cherokee Limited 4,7 V8 230HP 6. Jeep Grand Cherokee Limited 4.7 V8 270HP 7. Jeep Grand Cherokee Limited 4,7 V8 Unknown HP 8. Lincoln Navigator 5.4L V8 305HP
|