http://www.ipress.ge/new/24158-machavarian...hi-gaurkveveliaმაჭავარიანი: საქართველოს რა პოლიტიკური ფასის გადახდა მოუწევს ირანის გაზში, გაურკვეველია» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «
საპარლამენტო უმცირესობის, ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი მიხეილ მაჭავარიანი აცხადებს, რომ მისთვის გაუგებარია, ენერგეტიკის მინისტრი კახი კალაძე „გაზპრომთან“ და ირანის გაზთან დაკავშირებით განცხადებას რატომ არ აკეთებს.
მისი თქმით, ენერგეტიკის მინისტრი „გაზპრომის“ დაკვეთას ასრულებს და გაურკვეველია, საქართველოს ირანის გაზში რა პოლიტიკური საფასურის გადახდა მოუწევს.
„ჩვენთვის გაუგებარია, რატომ იმალება ენერგეტიკის მინისტრი. გასაგებია, მას სათქმელი არაფერი აქვს. ირანი მნიშვნელოვანი პარტნიორია, მაგრამ აზერბაიჯანი, რომელსაც აქვს გაზი და ტექნიკური საშუალება, ისევ მზად არის მოგვაწოდოს ბუნებრივი აირი იმ მოცულობით, რაც საქართველოს სჭირდება და იმ ფასად, რაც ჩვენი ქვეყნისთვის მისაღებია.
რაც შეეხება ირანულ გაზს, ჩვენ ალბათ უნდა გვესმოდეს, რომ ეს გაზი პირდაპირ ვერ მიეწოდება საქართველოს, აუცილებლად უნდა გაიაროს რუსეთის კუთვნილი გაზსადენი, რომელიც სომხეთის ტერიტორიაზეა. რა პოლიტიკური ფასის გადახდა მოგვიწევს ამაში, სწორედ ამას ვცდილობთ დავადგინოთ ენერეგტიკის მინისტრისგან და ჯიუტად კახა კალაძე, რომელსაც არ აქვს პასუხები ამ საკითხთან დაკავშირებით, თავს არიდებს და იმალება.
როგორც ჩანს, ეს არის „გაზპრომის“ პირდაპირი დავალება, რასაც დღევანდელი საქართველოს ენერგეტიკის მინისტრი აკეთებს. ჩემთვის ძალიან სამწუხაროა, ის, რომ საქართველოს ენერგეტიკის მინისტრი გადაიქცა გაზპრომის რიგით წარმომადგენლად და ცდილობს, ასიამოვნოს საქართველოსთვის საზიანო ეკონომიკური გარიგებით“, - აღნიშნა მიხეილ მაჭავარიანმა.
ამათ სიბეცეს, წინდაუხედაობას და სირეგვენეს საზღვარი არ აქვს

და ესენი იყვნენ ხელისუფლებაში წლები
პირდაპირი გზით ვერ მიეწოდება საქართველოს, რუსეთის კუთვნილი გაზსადენები უნდა გაიაროს სომხეთის გავლითო
არადა, ამ დროს აზერბაიჯანიდანაც არის გაზის მილი, რომელიც ამორტიზირებულია. მაგრამ არ უნდა დაჯდეს შეკეთება ძვირი.
დეზინფორმატორი ან უცოდინარია ბატონი მაჭავარიანი.
კიდევ ვერ გავიგე, რატომ არ უნდა ვიყიდოთ ირანიდან გაზი თუ ჩვენთვის სასარგებლო ფასში მოგვყიდიან.
რატომ არ უნდა მოვახდინოთ გაზის დივერსიფიკაცია? რატომ უნდა ვიყოთ მხოლოდ ერთ წყაროზე დამოკიდებული?
ზუსტად ეგ უნდა გაზპრომს, რომ მაგათზე ან რომელიმე სხვა ერთ წყაროზე ვიყოთ, დასაშანტაჟებელი იარაღი რომ ჰქონდეთ ხელში, მაგრამ არ გამოუვათ.
ამდენს კიდევ ვერ ან არ ხვდება ბატონი მაჭავარიანის უნაოჭო ტვინი.
კალაძე იმალეობაო
ახლა არის ირანში და შეხვედრებს მართავს, არსადაც არ იმალება.
თუ არ ჯერა ბატონ მაჭავარიანს ან ვინმეს, მისი ფეისბუქ გვერდი შეამოწმოს.
როგორც სჩვევიათ, ტყუილის მორიგი ნიაღვარი გამოუშვა პირიდან.
.