მოდერატორთა საყურადღებოდ : თემა პოლიტიკურია.
თან იმდენად რომ დღის სინათლეზე ჩანს ყველა ის მანკიერება რაც მოქმედი პრეზიდენტისა და მისი გარემოცვის ფართო მასებზე გათვლილ (უპრეცედენტო) დაპირებების მიღმა იმალება.
მაგრამ მათ ავიწყდებათ რომ ამ ქვეყანაში არსებობენ სხვა ადამიანებიც იმ ერთი გლეხკაცის გარდა რომელიც ჩვეული გლეხური სიდინჯით ფუსფუსებს და წყნარი ტემბრის ხმით გადმოგვცემს რომ თბილისი და ბათუმი ძალიან გალამაზებულა და ეხლა სოფლის ჯერიც დამდგარა .რომელსაც ჯერ კიდევ უჭირს მაგრამ შორს არაა ის დღე როცა არტახებს გაწყვეტს და ღირსეულად ჩაებმევა ზოგადქართული თუ ზოგადნაცური აღმშენებლობის ფერხულში . ყოველშემთხვევაში ამაში საქართველოს ის მოქალაქეები დამეთანხმებიან ვისაც ყოველდგღიურად ცისფერ ეკრანთან შეხეება აქვთ ან ისენიც ვისაც საკალათბურთო ან საფეხბურთო რეპორტაჟი თუ აიძულებთ უყურონ ეროვნულ არხებს. რეკლამის დროს მაინც შეავლებენ თვალს ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ამ მართლაც სულშიჩამწვდომ უფასო სარეკლამო რგოლს.
ზემოთ სხვა მოქალაქეებიც არსებობენ თქო ვახსენე ,ხოდა ეს მოქალაქენიც ძალაუნებრად ხდებიან მოწმენი ამ ყოვლად აღვირახსნილი სიცრუისა და უაზრო დაპირებების უშუალო მოწმენი ,
ძლიერი სოფელი
დაზღვევა ყველას.
1000 ლარიანი ვაუჩერი თითოეულ ოჯახს .
ამ დაპირებებით აჭრელებულია ქალაქის ბილბორდები . (რაღაც ლურჯი ბილბორდები არ მახსენდება)
ხო რისთვის გავხსენი ეს თემა. მხოლოდ იმათთვის ვინც ხედავს უფრო მეტს ვიდრე ციფრი 5-ია.
მაშ ასე დავიწყებ იმით რომ 2010 თუ 11 წელს ქართული ტელევიზიები მჭექარე ხმით გვაუწყებდნენ რომ არათუ პოსტსაბჭოთა არამედ აღმოსავლეთ ევროპის სივრცეში უპრეცედენტო მოვლენას ეყრებოდა საფუძველი .
მხოლოდ საქართველოში კერძოდ თბილისსა და ბათუმში აღიმართებოდა მსოფლიოს ყველაზე წარმატებული ბიზნესმენ ???
მისტერ დონალდ ტრამპის უკვე ბრენდად ქცეული ტაუერები.
და ბოლოს თვით ბატონი დონალდიც ჩამობრძანდებოდა სულ მალე და თავისი ხელით ჩაუყრიდა მშენებლობას საფუძველს რა თქმუნდა ქვეყნის მთავარსარდალთან ერთად,
რა არის ამაში დასაძრახი? არც არაფერი მხოლოდ ის რომ ბატონი დონალდი მართლაც ჩამობრძანდა საქართველოში . და ისე მოეწონა აქაურობა რომ დღესაც პირდაღებული დადის ნიუ იორკის მეხუთე ავენიუზე ქართული ჭაღით მოხიბლული,)))
კარგი ამასაც ეშველება რამე მაგრამ კარგად დაკვირვებული კაცი იმასაც აღმოაჩენს რომ საქართველო არ ყოფილა ერთადერთი და განუმეორებელი ტრამპის თვალსაწიერში როგორც ამას საქართველოს მოქმედი პრეზიდენტი და მისი გარემოცვა გვიხვევდა თვალს.
ეხლა ქვეყნის უზენაესს მმართველის ტყუილში მხილებას როგორ გაუბედავდი და ყველაფერი ეს ჩვენი მეზობელი და მოძმე (ჰმ) აზერბაიჯანელი ხონთქრის ხრიკებს მივაწერე.
დახე საოცრებავ , აგერ ჩვენთან ახლოს .სულაც ყურისძირში ,ნავთობმდიდარ ბაქოში ტრამპ ტაუერი იწონებს თავს ,მართალია საკმაოდ უსახური მაგრამ ტრამპ ტაუერი.

რატომ გვატყუებ ბატონო პრეზიდენტო? რატომ გვატყუებდი სულ და ყოველთვის , რით ვერ დაემგვანა ფოთი კანს და ბათუმი ბარსელონას?
რატომ მოგვატყუე თუნდაც გუშინ უვიზო მიმოსვლა გექნებათო???
რატომ ატყუებ მსოფლიოს რომ რუსეთის დაუძინებელი მტერი ხართ ??? როცა 5 დღეში რუსეთს გაუკეთეთ ისეთი საქმე რასაც 17 წელი ვერ ბედავდა???,
რატომ გვატყუებდით კახეთიდან თქვენს მამულში ხელამართული დაღესტნისკენ გაშვერილი ხელით როცა პანკისში მიუსვენეთ დაღუპულები ოჯახებს???
რატო გინდათ დავიჯეროთ რომ ევროპის ჩემპიონატის ჩატარების ტრაკი გაქვს ლიჩნად შენ ჰა მიშა?
აი ეს არის შენი სტადიონი 2012 წელს აღდგენილი რომელმაც უეფას სუპერთასს უნდა უმასპინძლოს 2 წლის მერე

ხოლო გაიხედე გამოიხედე რა ხდება სხვაგან ეხლა სულაც არსენალის ეშბერტონ გროვს ნუ მიაწვები ,სამეზობლოში გაიხედ გამოიხედე შე ცრუპენტელა,
ჩადი ტაშკენტში და ფახთაქორის სტადიონი ნახე მაინც


ან ჩადი იმ ავადსახსენებელ გროზნოში (თუმცა შენ ვინ შეგიშვებს) და ტერეკის სტადიონი მაინც ნახე ბათუმი არენის მასტერკლასს რო უტარებდი გუშინ ბავშვებს


P. S. შენ როგორ უნდა გენდო მაგრამ სამწუხაროა რო არსებობენ ხალხი რომელიც გულწრფელად გენდობა ,სახელფასო ვირთხებს არ ვგულისხმობ
This post has been edited by punisher 11 on 5 Sep 2012, 14:04
სულ გამო###ვდით......