#47029615 · 17 Feb 2016, 11:09 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
რა ჯანდაბა მინდა მილანში. 40 ევრო გზა, სადღაც 120 ორი ღამე სასტუმრო. ცოტაც ჭამა/გართობა/შოპინგი- მეტი საქმე არ მაქვს 500-600 ევრო ერთ ვიქენდში გადავყარო ევროპაში. დაილოცოს ჩემი ქვეყანა- გადაიხდი 700 ლარს სამდღიან პაკეტში რომელიმე კახეთის სასტუმროში. დაამატებ თითო ჭამაზე 100 ლარს. ჩაჯდები სავარძელში და იჯდები მთელი დღე უსაქმურად- მაქსიმუმ 2000 ლარზე მეტი არ დაგეხარჯება- და 100 ლარის მობილური ინტერნეტი, ფეისბუკზე რომ "ისქროლაო".. ან ყაზბეგში წახვალ- ღამე სულ რაღაც 300 დოლარად- 25 ლარიანი ჰამბურგერებით, ვიდრე სამზარეულო არ დაიკეტება; თუ არადა - ბათუმი. დააგირავებ სახლს ბოლო-ბოლო და გაშრიალდები შენ გემოზე... დიდი ამბავი ეხლა, სალათის ფოთლებიანი საჭმელები თუ არ ჭამე, ანდა ერთი მოწამვლა რა სალაპარაკოა ბოლო ბოლო... რა შეჭამეთ ტვინი ამ იაფიანი ფრენებით და უვიზო მიმოსვლით ვერ გავიგე.
#ქართველობასგვართმევენ
|