#46820922 · 25 Jan 2016, 13:36 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
wixxen2012
| QUOTE | | ოკლედ ჩხუბი მინდა ვისწავლო, ოღონდ სადემონსტრაციო სიაფანდობები არ მინდა რეალურად რომ გამომადგეს ცხოვრებაში. კიკ-ბოქსი ჩემი ვარიანტია. თუ შეგიძლიათ სად ისწავლება ეგეც რომ მითხრათ :დ |
მშვენიერი ვარიანტია. არენაზე ვინმე სლავას აქებენ კიკბოქსინგის მწვრთნელს. თან კრავ მაგა და რაღაცეებიც იცისო და შეიძლება ქუჩისთვის გამოსადეგი რაღაცეები დასტყუო კიკბოქსინგის გარდა. სწრაფად სწავლა თუა შენთვის პრიორიტეტი, ბოქსს მიაწექი. ოღონდ მუშტების გამაგრებაზე და უხელთათმანოდ დარტყმაზე ივარჯიშო უნდა ცალკე, თორემ ქუჩაში ხელები შეიძლება გაიფუჭო, როგორც მაგალითად ტაისონს მოუვიდა ერთხელ. რაც უფრო გაგიძლიერდება დარტყმა და რაც მეტად მიეჩვევი შებინტულ-ხელთათმანიანი ხელით ჩხუბს, მით მეტი რისკი იქნება.
Mactavish*
ჩვენთან არ ვიცი კარგი მწვრთნელები თუ არიან და ფიზმომზადებას რამდენ ყურადღებას უთმობენ, თორემ ისე კარგი რამაა.
| QUOTE | | ან კომბატივები,რომელსაც შეიარაღებულ ძალებში ასწავლიან |
მაგ მხრივ საქართველოში გაჭირვებაა, რამდენადაც ვიცი. სხვაგანაც სამოქალაქო პირს ასე ადვილად არ ასწავლიან მგონია. თან მანდ განადგურებაზეა აქცენტი და უნდა ამ კაცს ეგ? მისი გადასაწყვეტია, მაგრამ საქართველოში მაინც ვერ ნახავს მაგის წრეს ან რამეს. ვინმე საბჭოთა ჯარის ან უშიშროების ვეტერანს თუ იცნობს, შეიძლება. ჰო, ყაყიჩაშვილი არის ერთი, ზაური ქვია თუ არ ვცდები. ძველი მილიციელი და სამბისტი. სადღაც ავარჯიშებს ჭიდაობაში. სად ასწავლის, თუ გაიგებ, მაგარი სპეცია. სპორტული სამბოს გარდა ცხოვრებაში გამოსადეგ რამეებსაც გაიგებ მისგან, თუ შეეკითხები. დიდი გამოცდილების პატრონია.
პირადად ჩემი არჩევანი MMA არის ამ ეტაპზე.
--------------------
"რაზმეულის ხელმძღვანელმა რომ გაიგო ეს ამბავი, თქვა "რას ცხარობთ, ყმაწვილებო, დაანებეთ კამათს თავი!""
557403841 - ჩემი ტელეფონის ნომერი
ბეჰემოთების ცქერა მამშვიდებს
|