omerta
Super Crazy Member ++

       
ჯგუფი: Members
წერილები: 22219
წევრი No.: 22628
რეგისტრ.: 24-August 06
|
#47064799 · 20 Feb 2016, 22:54 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
დღევანდელი გლეხური მეურნეობა ჩამოყალიბება-განვითარებისათვის ბევრ მოთხოვნებს აყენებს. მათგან ბევრი მნიშვნელოვანი საკითხის გადაჭრა მარტო გლეხისთვის შეუძლებელია და საჭიროებს დახმარებას, ჩარევას სახელმწიფოს მხრიდან. სახელმწიფო რამოდენიმე წელია ეხმარება გლეხებს ხვნა-თესვით სამუშაოებს, მაგრამ ამ ყველაფერმა ვერ გამოიღო ჯეროვანი შედეგი. მათ ჭირდებათ მეტი, უფრო პრაქტიკასთან ახლოს მდგომი, გარანტირებულ შედეგზე ორიენტირებული დახმარება. რამოდენიმე სექტორის აღმოფხვრა შესაძლებელი იქნება სწრაფმზარდი ხე მცენარის, პაუვლოვნიის შესწავლა-გამოკვლევით და გლეხებისთვის მისი სიკეთეების ჩვენებით. წინასწარ აღვნიშნავ, რომ ამ ხეზე ლეგენდები დაწერეს ჯერ კიდევ 20 წლის წინ და რატომღაც უზრუნველი შემოსავლის წყაროდ მიიჩნია ბევრმა. ეს ასე არ არის და შემდგომი იმედგაცრუების თავიდან არიდების მიზნით უპრიანია აღინიშნოს, რომ ყველა პრობლემის გამოსწორების, ფინანსური კეთილდღეობის და ასე შემდეგ გარანტი ერთი მიმართულება ვერ იქნება. მიუხედავად ამისა, გარკვეული სიკეთეები ამ ხეს მოაქვს და ამას ქვემოთ მოგახსენებთ: დავიწყოთ მცირე მიმოხილვით ზოგადად მცენარეზე: ის წარმოადგენს აღმოსავლეთ აზიის ენდემურ ჯიშს და რამოდენიმე სხვადასხვა სახეობას აერთიანებს. სხვადასხვა პირობებში სხვადასხვა სახეობებია ეფექტური. მისი დადებითი თვისებებია: 1. სწრაფი ზრდა. პირველ წელს 4-6 მ. შემდეგ წლებში საშუალოდ მეტრნახევარი. 7 წლის 12-15 მეტრის ხეა; 2. ძალიან დიდი ფოთლები, რომლებიც პროტეინების შემცველობით ცოტათი ჩამოუვარდება იონჯას და მშვენიერი საკვებია პირუტყვისთვის; 3. მტკიცე და მსუბუქი მერქანი. საუკეთესო სარის, მესრის და ფიცრის მისაღებად; 4. მისი სურნელოვანი ყვავილები. ყვავის თვეზე მეტხანს და თაფლოვნობით ჩვენს პირობებში არსებულ ყველა მცენარეზე მაღლა დგას. ყველა დადებითი თვისების ჩამოთვლა შორს წაგვიყვანს. მთავარია აღვნიშნოთ ის, თუ რაში დაეხმარება ის გლეხს. 1. ძალიან სწრაფად განვითარდება ქარსაცავები. ამ მცენარეს სწრაფი ზრდიდან გამომდინარე შეუძლია მალე შექმნას ხეხილის დამცავი ზღუდე. 2. ძალიან მარტივად მრავლდება. შეიძლება გლეხებისთვის ამის ახსნა და შემდგომი გამრავლება მათ შეძლონ დამატებითი ხარჯების გარეშე; 3. სწრაფად ქმნის მერქანს, რაც ბიოსაწვავია, მათ არ დასჭირდებათ შეშის ყიდვა. 4. პაუვლოვნია შესანიშნავი ხის მასალა... შეიძლება მისი გამოყენება როგორც ნარგავების (ლობიო, კიტრი, პომიდორი, წიწაკა) სარებად, ღობის სარებად, უკვე სამი წლის ნაზარდისგან მზადდება შესანიშნავი მესარი, აგრეთვე 7 წლის ხისგან ფიცრებიც. 5. ასევე აღსანიშნავია მისი ფოთლების დიდი ოდენობა, რაც მიწის გამდიდრების გარანტია. ამ თვისებების ნაწილობრივი გამოყენებითაც კი საგრძნობლად დაისვენებს ქართული ტყეები. დიდი შეღავათი მიეცემა გლეხის ჯიბეს. მცენარის შეუსწავლელმა შემოტანა-გავრცელებამ გამოიწვია უკვე გარკვეული იმედგაცრუება. ამას თან დაერთო მისი ნერგების ძვირი ფასიც, რაც წყალში გადაყრილი ხარჯი აღმოჩნდა ბევრისთვის. პავლოვნიის დასანერგად საჭიროა შესაბამისი ორეტაპიანი კვლევის წარმოება: 1. ორწლიანი ციკლი ახალგაზრდა მცენარეების შეგუებადობაზე, გამძლეობაზე, ზრდის ხარისხზე. 2. იგივე თვისებების კვლევის შვიდწლიანი ციკლი. კვლევისთვის საჭიროა ინფრასტრუქტურული პირობების მოწყობა საქართველოს 25 სხვადასხვა რაიონში: ზემო და ქვემო აჭარა, ზემო და ქვემო გურია, სენაკი, ზუგდიდი, ლენტეხი, მესტია, ონი, სამტრედია, საჩხერე, ახალციხე, ასპინძა, წალკა, მარნეული, გარდაბანი, მცხეთა, დუშეთი, კასპი, გორი, ბორჯომი, თელავი, დედოფლისწყარო, საგარეჯო. თბილისი. კვლევა უნდა იწარმოოს გამძლეობაზე მძიმე ყინვებზე, მძიმე სიცხეებზე, გვალვიან რაიონებზე, ნახევრად უდაბნოში შეგუებადობაზე, ნახევრად ჭაობის პირობებში გამძლეობაზე, ნიადაგის ქვედა ფენებში მდგარ წყალზე შეგუებადობაზე და სხვა. თითო საკვლევი წერტილის ფუნქციონირებისათვის საკმარისია 5 000კვ/მ ნაკვეთი. ასეთი ნაკვეთის შოვნა რეგიონებში 5000 ლარს არ აღემატება. ნაკვეთზე ღობის შემოსავლებად 2000 ლ. გაიხარჯება. თითოეულ ნაკვეთისთვის სულ 500 ნერგი იქნება საკვლევი, რაც თავის მხვრივ 2000 ლარი ეღირება (პირველადი ნერგების გამოწერა უცხოეთიდან უნდა მოხდეს). მუშახელი ადგილობრივი იქნება და ხარჯი 500 ლარს არ გაცდება. დარგვით სამუშაოებს ჩვენს თავზე ავიღებთ. ნარგავების დაცვას ადგილობრივი სახელმწიფო ადმინისტრაციული სტრუქტურა მიხედავს. თითო ობიექტის გამართვას მაქსიმუმ 10 ათასი ლარი ესაჭიროება; 24 ობიექტისთვის 250 ათასი ლარი. ყოველწლიური კვლევისთვის გაწეული ხარჯი თითოეული ობიექტისთვის 4000 ლარი. ჯამში ასი ათასი ლარი. სულ შვიდწლიანი კვლევის ხარჯი ჩვენი შესრულებით მაქსიმუმ 1 მილიონი. მეორე წლიდან მოსახლეობას მინიმუმალურ ფასში შეეძლება შეისყიდოს ნერგები, რომელთა გამრავლებას თავად შეძლებენ. მათ შეეძლებათ კერძოდ იმ სახეობის შესყიდვა, რომელიც მათი პირობებისთვის იქნება მისაღები. გამოსაკვლევად მიღებულია შემდეგი სახეობის პაულოვნიის ჯიშები:
Paulownia taiwaniana Paulownia Hybrid 9503 Paulownia Hybrid 9501 paulownia elongata paulownia fortunei paulownia shantong paulownia PaoTong Z07 paulownia tomentosa
|