დავფიქრდი და ზედმეტად მაწუხებს. რაღაც მხრივ, ალბათ ჩემს გულწრფელობასა და სიმართლის სიყვარულს დავაბრალებდი, მაგრამ უფრო სხვა რამეა.
იმდენად არცაა ქმ თემა, მაგრამ, აი, რომ ვუფიქრდები, საშინლად არ მომწონს ის ფაქტი, რომ ადამიანებს სხვადასხვა როლის და იმიჯის მორგება გვიხდება. ხოლო, თავის მხრივ, ისიც საკმაოდ არ მომწონს, როცა ადამიანს ბოლომდე გავეცნობი და ხალისი იკარგება ურთიერთობის.
მოკლედ, დავფიქრდი და, სულ სხვაა ჩემი მე თაყვანისმცემლის როლში, მაგალითად, მეგობრის, ნაცნობის, მტრის, ა.შ. როლში ჩემი თავისგან.
ვფიქრობ, რომ ეს ყველაფერი ბინძურ თამაშს ემსგავსება, მაგრამ, გამომდინარე იქიდან, რომ ყველანი ასე ვართ რაღაცა დოზით, ვერ ვხვდები, ჩვეულებრივ ადამიანური ბუნების თანმდევ მოვლენად აღვიქვა ეს ყველაფერი თუ ვიფიქრო, რომ კაცობრიობას მოვალეობად აქვს აკიდებული ტყუილი. ტყუილი იმდენად არა, მაგრამ.
აი, ასე გულწრფელად კიარადა, ასეთ რაღაცაზე, მაგალითად, არასდროს ვისაუბრებ გოგოსთან, რომელიც მომწონს; მეგობართან, რომელიც ჩემი უახლოესი ძმაკაცი არ არის- რადგან, ვიცი, უცნაური გამოვა, ან ზედმეტად გულახდილი გამოვჩნდები მათს თვალში, რითიც აუცილებლად ისარგებლებენ ადრე თუ გვიან.
რა მაინტერესებს: არ გიქმნით დისკომფორტს ის, რომ სხვადასხვა ადამიანთან ურთიერთობაში სხვადასხვა მე ხართ?
მე პირადად არ მიყვარს არაგულწრფელობა, ტყუილზე დამყარებული ურთიერთობა, ტყუილით დაწყებული ურთიერთობა და მაგიტომ. ნუ, ტყუილი არცაა- კიდევ ვამბობ.
მოკლედ, ამ თემაში ყველა გულწრფელები ვართ.
ქალიშვილობამდე არ დაიყვანთ, ვიცი.
gnossienne - n. a moment of awareness that someone you’ve known for years still has a private and mysterious inner life, and somewhere in the hallways of their personality is a door locked from the inside, a stairway leading to a wing of the house that you’ve never fully explored.