mari1წარმოიდგინე სიტუაციის განვითარების ყველაზე ცუდი სცენარი.
პრობლემა კუბში აიყვანე.
მაგალითად, წარმოიდგინე, რომ შენთვის ყველაზე ძვირფასი ადამიანები დაკარგე, ყველა ავარიაში მოხვდა და დაიღუპა.
ყველაფერი რისკენაც მიისწრაფოდი, წყალში ჩაგეყარა, გაუფასურდა.
დაბერდი ისე, რომ ვერ მოასწარი შენს გემოზე ცხოვრება.
შენს ცხოვრებას გადმოხედე შორეული მომავლის პერსპექტივიდან და დაფიქრდი, იმაზე რომ:
ცხოვრებისგან სიამოვნების მიღების ნაცვლად, სულ რაღაც სისულელეებზე ფიქრობდი, ნერვიულობდი, ვიღაცების და რაღაცების წასვლა-მოსვლას განიცდიდი
და ასე მოლოდინი რეჟიმში გავიდა შენი ცხოვრებაც.
მოკლედ, უნდა შეგეშინდეს, იმის რომ არცთუ ისე მნიშვნელოვან რაღაცებზე ნერვიულობ, მაშინ როდესაც შეგიძლია სრულფასოვანი ცხოვრებით იცხოვრო.
უბრალოდ, გარეთ გახვიდე, სუფთა ჰაერი ჩაისუნთქო, ისუნთქო ღრმად და დააფასო ყოველი წუთი, რომელიც აქ და ახლა გეძლევა.
რავი, მე მშველის. აპრობირებული მეთოდია

თუარადა, ველოსიპედი იყიდე.
თბილისის ზღვას წრე დაარტყი და მერე ისე დაიღლები, რომ ნერვიულობისთვის დრო არ დაგრჩება