მოგესალმებით მოგზაურებო!
მოგეხსენებათ მოგზაურობისას საცხოვრებლის ხარჯები ერთერთი მნიშვნელოვანია, ამიტომ იყოს აქ თემა სადაც დაიწერება ვის რა ტიპის სახლი აქვს და შეუძლია დროებით გაცვლა სხვაზე ან სულაც სტუმრად მიღება. შესაბამისად ორივე მხარე მიიღებს სარგებელს, შეიქმნება შესაბამისად ახალი კონტაქტები და გაკეთდება კეთილი საქმეები. მსგავი იდეებისთვის არის საიტები, მაგრამ ქართველებისთვის ცალკე აქ იყოს.
P.S. ვიცი რომ ბევრს ფიზიკურად ვერ შეეძლება მსგავსი რამ, მაგრამ შეეძლება რჩევების მიცემა და სხვა ტიპის დახმარება.
მაგალითად მე ვცხოვრობ პარიზში და მსგავს რამეს სავარაუდოდ გამოვიყენებდი, ქარგი ქვეყნებიდან თუ რამე შემოთავაზებები გაქვთ აქ ვარ