კორუფციული სქემები "თბილსერვის ჯგუფში"
09:08 17.02.2016 კორუფციული სქემები "თბილსერვის ჯგუფში"
კორუფციული სქემა, რომელიც თბილისის მერიის მუნიციპალურ საწარმოში ,,თბილსერვის ჯგუფში“ გამოვლინდა, დღემდე რეაგირების გარეშეა დარჩენილი.
საუბარია ,,თბილსერვის ჯგუფის“ მიერ ჩატარებულ ტენდერზე, რომელიც უსამართლობის და უკანონობის კლასიკური მაგალითია.
ტექნიკურ მარილზე გამოცხადებულ ტენდერში შპს ,,ნენე“-მ გაიმარჯვა, რომელსაც 798 000 ლარის ღირებულების 7000 ტონა მარილი ,,თბილსერვის ჯგუფისთვის“ ეტაპობრივად უნდა მიეწოდებინა.
კომპანია „ნენე-“მ ტექნიკური მარილის პირველი პარტია ვადების დაცვით შემოიტანა, თუმცა ,,თბილსერვის ჯგუფის“ ხელმძღვანელობასთან შეთანხმებით, ხელშეკრულებით გათვალისწინებული 5 დეკემბრის ნაცვლად, მიწოდება მეორე დღეს, 6 დეკემბერს განახორციელა (ფიქსირდება ვიდეო ჩანაწერებით). „თბილსერვის ჯგუფის“ ხელმძღვანელობამ მეორე დღეს საკუთარი პოზიცია შეცვალა და ერთი დღის დაგვიანების გამო, უკვე მიტანილი მარილის შესყიდვაზე უარი განაცხადა. ეს ფაქტი კომპანია ,,ნენეს“- ს ხელშეკრულების დარღვევად ჩაუთვალა, ხელშეკრულება გაუწყვიტა და ვადაგადაცილებულ ერთ დღეზე პირგასამტეხლოს ნაცვლად, 79 800 ლარის გადახდა დააკისრა.
საქმეში რომ კორუფციული ინტერესები იკვეთება, ამის დანახვა მერიის სტრუქტურის ხელმძღვანელობის შემდგომ ნაბიჯებში ძალიან მარტივია. კერძოდ, ფორსმაჟორული ვითარების მომიზეზებით, ტექნიკური მარილის მარაგების არარსებობის გამო დედაქალაქი რომ ზამთარს მოუმზადებელი არ შეხვედროდა მერიის სტრუქტურამ ძალიან საეჭვო და უცნაური გარიგება დადო. მან უარი თქვა 6 დეკემბერს, ერთი დღის დაგვიანებით მიწოდებული პროდუქციის მიღებაზე და ხელშეკრულება ერთ პირთან პირდაპირი შესყიდვის წესით გაუფორმა ი/მ ,,ჯემალ ბერიძეს’’, ხოლო პირველი პარტიის მიწოდების ვადად 20 დეკემბერი განუსაზღვრა. თუ შპს „ნენე“ მერიას ტონა მარილს 114 ლარად აწვდიდა, ,,ჯემალ ბერიძესთან“ კონტრაქტი 160 ლარზე გაფორმდა, ანუ ,,თბილსერვის ჯგუფი“ ახალ კონტრაქტორს 322 000 ლარით გაძვირებულ ხელშეკრულებაზე შეუთანხმდა.
განსაკუთრებით საინტერესოა ის ფაქტი, რომ ახალმა კონტრაქტორმა ტექნიკური მარილის მიწოდება ვადებში ვერ მოახერხა და რამოდენიმე დღით დააგვიანა. ამ შემთხვევაში "თბილსერვის ჯგუფმა" არც ხელშეკრულება გაუწყვიტა და არც ჯარიმები დააკისრა ახალ კონტრაქტორს.
მერიის მუნიციპალური საწარმოს ამ ქმედებით სახელმწიფო ბიუჯეტმა 322 000 ლარით მეტი დაიხარჯა, შპს ,,ნენე“ კი გაკოტრდა.
ამ საქმით შინაგან საქმეთა სამინისტროს ანტიკორუფციული დეპარტამენტიც დაინტერესდა. თბილსერვისჯგუფის წინა ხელმძღვანელობის წინააღმდეგ გამოძიება დიდი ოდენობით თანხის გაფლანგვის მუხლით აღიძრა, მაგრამ გამოძიების შედეგები დღემდე არ ჩანს.
ამ ფაქტის შესახებ საქმის კურსშია მერიისა და ,,თბილსერვის ჯგუფის“ ახალი ხელმძღვანელობაც, თუმცა, სამწუხაროა, რომ მათი გულგრილი, ინდეფერენტული და შესაძლოა დაინტერესებული დამოკიდებულების გამო, ამ უკანონობაზე პასუხი დღემდე არავის გაუცია. ასევე „თბილსერვისჯგუფში“ თანამდებობებზე რჩებიან ის ადამიანები, ვინც ამ საქმეში ღებულობდნენ მონაწილეობას.
http://commersant.ge/?m=5&news_id=32787&cat_id=7კლასიკური მაგალითი ღორობის და სრული დაუსჯელობის, რაც დღეს მერია გამგეობებში ხდება ეგეთი ედიკას დროსაც არ ხდებოდა, ტიპები ნაგლად და ღორულად არიან გადასულები თქვლეფაზე, ნარმანიას კიდე აღათას ძილით ძინავს, ვინმემ რომ შემოულაწუნოს არა
ყვარყვარე მოდი გააპრავე