#47040594 · 18 Feb 2016, 14:44 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
აგარა-ზემო ოსიაურის გზის მშენებლობა გააქტიურდა
14:08 18-02-2016
აგარა-ზემო ოსიაურის გზის მშენებლობა გააქტიურდა ამინდის გაუმჯობესებასთან ერთად აგარა-ზემო ოსიაურის გზის მშენებლობა გააქტიურდა, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტიდან აცნობეს.
უწყების ინფორმაციით, საავტომობილო გზების დეპარტამენტი დიდთოვლობის გამო შეჩერებულ ყოველკვირეული ფოტორეპორტაჟის რუბრიკას აახლებს და აგარა-ზემო ოსიაურის მონაკვეთზე მიმდინარე სამშენებლო სამუშაოების ამსახველ ფოტომასალას აქვეყნებს.
საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, გამოდარებასთან ერთად აგარა-ზემო ოსიაურის მონაკვეთზე სამშენებლო სამუშაოები გააქტიურდა. აღნიშნული მონაკვეთი ქვეყნის მთავარი სატრანზიტო ავტომაგისტრალის შემადგენელი ნაწილია და მისი ჩქაროსნულ მაგისტრალად მოდერნიზების პროექტის ფარგლებში გათვალისწინებულია: 12 კმ-იანი 4 ზოლიანი ცემენტობეტონის საფარიანი გზის, 8 ხიდის, 2 სატრანსპორტო კვანძის (გზაგამტარით), წყალგამტარი მილებისა და მიწისქვეშა გადასასვლელების მშენებლობა. ასევე, გზის 3,3 კმ-იანი მონაკვეთის გასწვრივ, მიმდინარეობს ნაპირდაცვითი ნაგებობის (ქვაყრილისა და რენოლეიბების) მოწყობის სამუშაოები.
ამ დროისათვის ცემენტ-ბეტონის საფარი დაგებულია 4 ზოლიანი გზის 3 კმ-იან მონაკვეთზე. დანარჩენ მონაკვეთებზე კომუნიკაციებისა და გზის საფუძვლის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს.
უწყების ინფორმაციით, პროექტის მიხედვით, 12 კილომეტრიანი მონაკვეთის მშენებლობის ვადა 27 თვეა. 7 კილომეტრიან მონაკვეთზე სამშენებლო სამუშაოები მიმდინარე წლის ბოლომდე დასრულდება და მოძრაობა ახალ, ოთხზოლიან ცემენტ-ბეტონის საფარიან გზაზე გადაერთვება. სამშენებლო სამუშაოებს ქართული კომპანია Black Sea Group და ქუვეითური კომპანია Copri Construction Enterprises W.L.L აწარმოებენ. პროექტი მსოფლიო ბანკის დაფინანსებით ხორციელდება და მისი ღირებულება 105,7 მლნ. ლარია
იფ იფ
მალე სოხუმში ვიქნებით
--------------------
ორი გვამი მჭირდება, მომიტანეთ ორი გვამი პრემია იქმება დიდი - ვანო მერაბიშვილ https://www.youtube.com/watch?v=KgpGcLEwncU
ნაცებს არ ვუღალატე და ცოლს ვუღალატებ (C) LEVANY-M
ნაცი - ნაწყლი, უკანა კარი (C) სუხან-საბა ორბელიანი, სიტყვის კონა
|