ტელეკომპანია "მაესტროს" საკონტროლო პაკეტის მფლობელი დღეიდან გიორგი გაჩეჩილაძეა
დღეს, 21:06
მაესტროს საკონტროლო პაკეტის მფლობელი დღეიდან გიორგი გაჩეჩილაძეა. საჯარო რეესტრში უკვე ოფიციალურად რეგისტრირებულია ცვლილებები, რომლის მიხედვითაც გაჩეჩილაძემ გიორგი ებრალიძისა და ლევან ჩიკვაიძის წილები იყიდა და ახლა უკვე მაესტროს 55 %-იანი წილის მფლობელი გახდა.
ჯერჯერობით უცნობია რამდენი გადაუხადა გაჩეჩილაძემ ყოფილ მოწილეებს და რა ცვლილებები მოხდება ამ გადანაწილების შემდეგ თავად ტელევიზიაში, რომლის ხელმძღვანელობაც ოფიციალური განცხადების გაკეთებას ხვალ გეგმავს.
წილების გადანაწილებასთან ერთად ცვლილებები მოხდა სარეკლამო ბაზარზეც. მაესტროსა და ბიძინა ივანიშვილის კუთვნილი ჯი დი ეს–ის სარეკლამო დრო ტელეკომპანია იმედმა შეიძინა და მასში 5 მილიონი გადაიხადა.
http://rustavi2.com/ka/news/37971 This post has been edited by SUPERTV on 1 Feb 2016, 21:09