რუსთავი 2-ზე ვუყურე ბიზნეს კურიერში რეპორტაჯს, ჯარიმების გამკაცრებაზე.
დარბიან და იწერენ დაჯარიმებულ ხალხს, სტაიანშიკებს ვისაც ბიზნესი ჩაუვარდა, აქაოდა მიშას დროს ვინ დაგაჯარიმებდა უადგილო ადგილას გაჩერებისთვისო. ინვესტორებს ეშინიათ შემოსვლა ქვეყანაში, პატრულმა დარღვევებზე ჯარიმების წერა დაიწყოო
ეს არის ძალიან იაფფასიანი პიარი და ჩემი აზრით არ გეკადრებათ ევრორეფორმატორებს.
ნაცების პატრული რეფორმა კარგი იყო, კორუფცია აღმოიფხვრა, მაგრამ ბოლომდე ვერ მიიყვანეს საქმე. კარგია, რომ პატრული ქრთამს აღარ იღებს, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ სამუშაო დრო ფენოვანი ხაჭაპურის ჭამაში უნდა გაატაროს. ნაცების ლიბერალურმა პოლიტიკამ დარღVევების მიმართ, თბილისი დაამსგავსა ინდოეთის მრავალმილიონიან ქაოტურ ქალაქს.
სწორედ ამ ქაოსის გამო ქვეყანა ძალია დიდ მოგებას კარგავს, უცხოელებს უბრალოდ ეშინიათ საქართველოში საჭესტან დაჯდომის, გზაზე გადასვლის, ტროტუარზე სიარუსლისაც კი! ამის გამო ქვეყანა არ არის ისეთი მიმზიდველი, როგორიც შეიძლება იყოს.
ამიტომ ქოცებო, მიდიტ, მიაწექით, ბევრი ხალხი პოლიტ შეხედულების მიუხედავად მხარს დაგიჭერთ. თქვენ თუ ქვეყანაში გზებზე ქაოსს აღმოფხვრით, ნაცებზე არანაკლები დამსახურება გექნებათ ქვეყნის წინაშე. იმათმა კორუფცია მოსპეს გზებზე, თქვენ ქაოსი.
ერთი ზაფხულიღა დაგრჩათ, რომ ქვეყნის ისტორიაში რამე დადებითი მაინც ჩაიწეროს თქვენზე

))
პ.ს. უკრაინელმა ჟურნალისტმა კითხა ეკა ზღულაძეს კიევში, ძალიან კარგია ტქვენი პატრულის რეფორმა, მაგრამ საქართველოში რაც ვნახე გზებზე ეგეთი არ მინდა უკრაინაშიო. ეკამ ესე გააპრავა, ქართველებს გენებში გვაქვს სწრაფად და დარღვევებით სიარულიო

მერე კი მიხვდა რომ სისულელე თქვა, მაგრამ გვიანი იყო. ეგრე ხომ ყველაფრის გაპრავება შეიძლება ნაციონალური ხასიათით, როგორც რუსები აპრავებენ კორუფციას?!
ესეც სამარცხვინო რეპორტაჟი.
http://rustavi2.com/ka/video/13425?v=2