საქართველოს კალათბურთელთა ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი ილიას ზუროსი გახდა
20:11 18-02-2016
საქართველოს კალათბურთელთა ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი ილიას ზუროსი გახდა საქართველოს კალათბურთელთა ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი ილიას ზუროსი გახდა. sportal.ge-ს ინფორმაციით, ამის შესახებ ოფიციალური ინფორმაცია საკუთარ ვებ-გვერდზე საქართველოს კალათბურთის ფედერაციამ გაავრცელა.
ბერძენმა სპეციალისტმა ილიას ზუროსმა საქართველოს კალათბურთის ეროვნულ ფედერაციასთან კონტრაქტი დღეს გააფორმა. ფედერაციის მხრიდან კონტრაქტს ხელი პრეზიდენტმა მიხეილ გაბრიჩიძემ მოაწერა.
ხელშეკრულება 1+1 წლიანია და 2017 წლის ევრობასკეტზე საქართველოს ნაკრების გასვლის შემთხვევაში ის ავტომატურად გახანგრძლივდება.
ილიას ზუროსი საკმაოდ დიდი სამწვრთნელო გამოცდილებისა და ტიტულების მქონე სპეციალისტია. ის საბერძნეთის ეროვნულ ნაკრებსა და რამდენიმე წამყვან ევროპულ კლუბს ხელმძღვანელობდა.ილიას ზუროსი ქართული სპორტული მედიის წარმომადგენლებს ხვალ დაგეგმილ პრესკონფერენციაზე შეხვდება.
ამას წინათ სპ. გადაცემას ვუყურებდი და იქ თქვეს რომ ძაან მაგარი კაციაო!

როგორც იტყვიან, იმედი ჰქონდათ რომ დათანხმდებოდა მწვრთნელობას და დიდი საქმესაც გაუკეთებს ქართულ კალათბურთს
This post has been edited by jangula on 18 Feb 2016, 20:24