საქართველოში ინვესტირებით კიდევ ერთი რუსული კომპანია დაინტერესდა
13:26 10-02-2016
საქართველოში ინვესტირებით კიდევ ერთი რუსული კომპანია დაინტერესდა "ვიმპელკომის" ანძების შეძენის ერთ-ერთი მსურველი რუსული კომპანია "Русские башни" ქართული ბაზრით დაინტერესდა, - აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას bpn.ge ავრცელებს.
როგორც კომპანიის პრეზიდენტი ალექსანდრ ჩუბი აცხადებს, კომპანიის სამომავლო გეგმა საერთაშორისო ბაზარზე, მათ შორის, საქართველოზე გასვლაა.
მისივე თქმით, ბოლო თვეების განმავლობაში კომპანიის წარმომადგენლები საქართველოში ვიზიტით იმყოფებიდნენ, თუმცა ჯერჯერობით უცნობია, რა გადაწყვეტილება მიიღო კომპანიამ.
"განვითარების სტრატეგიაში გათვალისწინებულია დსთ-ს ქვეყნებზე გასვლა. ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში ჩავედით ქვეყნებში, რომელიც ჩვენთვის საინტერესოა. უკრაინის გარდა, ესაა ბელორუსი, ყაზახეთი, ყირგიზეთი, აზერბაიჯანი, სომხეთი, საქართველო და მონღოლეთი. ჩვენ დავასრულეთ ბაზრის შესწავლის ეტაპი და ჩამოვაყალიბეთ საკუთარი პოზიცია" , - აცხადებს ალექსანდრ ჩუბი.
კომპანია "Русские башни" რუსეთის ტერიტორიაზე საანტენო მოწყობილობებს ფლობს და ინვესტიციებს ანძების მშენებლობაში ახორციელებს.
http://www.interpressnews.ge/ge/sazogadoeb...ainteresda.htmlთქვენ მართლა შიგ ხომ არ გაქვთ თქვე ჩემის ძალიან მაგრად #####ულებო?!
ამის შემდეგ ეგ როგორ უნდა გაბედოთ არ მესმის ტურებო?! მეტი კი არაფერია ფარული ინტერესების გაფართოვება?!
ჯეიმს კლაპერი - საქართველომ რუსეთის ზეწოლის პირობებში, შესაძლოა, დასავლური ორიენტაცია შეიცვალოს
12:27 10-02-2016
ჯეიმს კლაპერი - საქართველომ რუსეთის ზეწოლის პირობებში, შესაძლოა, დასავლური ორიენტაცია შეიცვალოს საქართველო რუსეთის ზეწოლის პირობებში სტრატეგიულ დასავლურ ორიენტაციას შეიცვლის, - ამის შესახებ აშშ-ის ერონული დაზვერვის სამსახურის ხელმძღვანელის, ჯეიმს კლაპერის მოხსენებაშია აღნიშნული.
"მაშინაც კი, როდესაც საქართველო რეფორმებით პროგრესს განიცდის, მისი პოლიტიკა პოლიტიკური კონკურენციის ზრდის ფონზე მერყევი იქნება. ეკონომიკური გამოწვევები მთავრობისთვის მთავარი პოლიტიკური სისუსტე გახდება 2016 წლის არჩევნებამდე. საქართველოს ელიტებსა და საზოგადოებაში იმედგაცრუების ზრდა, დასავლეთთან ინტეგრაციის შენელებისა და ეფექტური რუსული პროპაგანდის ზრდასთან ერთად ზრდის იმის შესაძლებლობას, რომ თბილისმა შესაძლოა, შეანელოს ან შეწყვიტოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის მცდელობები. რუსეთთან დაძაბულობა კვლავ მაღალი იქნება და, ჩვენი შეფასებით, მოსკოვი გაზრდის თბილისზე ზეწოლას იმისათვის, რომ ევროკავშირთან და ნატო-სთან კავშირები შეწყვიტოს", - აღნიშნულია დოკუმენტში.
ამასთან, ანგარიშში წერია, რომ რუსეთის სურვილი ფარულად გამოიყენოს სამხედრო ძალები მეზობელ ქეყნებში, მის პერიფერიებზე მღელვარებას ზრდის.