- ბატონო მირიან, როგორ ხართ, ავტოსაგზაო შემთხვევის შემდეგ ფეხი როგორ გაქვთ?
- ფეხი კარგად მაქვს. თაბაშირში მაქვს ჩასმული და ორ კვირაში მოგიხსნითო მითხრეს.
- დაზიანება რა ვითარებაში მიიღეთ?
- არვიცი, რავიცი აბა, სახლში რომ მოვედი, მტკიოდა.
- ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად არ დაშავდით?
- არა, გადამიბრუნდა კაცო.
- თქვენი მეუღლე რა ვითარებაში დაშავდა?
- მეუღლეს არაფერი უჭირს... ცოტა გვერდი აქვს დაჟეჟილი, ისიც წამლებს სვამს.
- დავუშვათ თქვენ ფეხი გადაგიბრუნდათ და მოიტეხეთ, თქვენმა მეუღლემ როგორ მიიღო დაჟეჟილობები?
- რომ წავიქეცი, მაყენებდა და იმან კიდევ სახელურს ჩამოარტყა გვერდი და დაჟეჟილობები მიიღო.
- ავტოსაგზაო შემთხვევის დროს არ დაშავებულხართ?
- არაფერი ავტოსაგზაო შემთხვევა არ ყოფილა. ყველაფერი კარგად არის, ყავარჯნებით დავდივარ და ორ კვირაში მომხსნიან
დანარჩენი აქ
ავტოსაგზაო შემთხვევა ახმეტაში ზურაბ ზვიადაურის მონაწილეობით და ორი დაშავებულიალბათ სიცილი ჯობია წამალიაო გამიგია