გავიზარდე სამეგრელოში.ერთ-ერთ მივარდნილ სოფელში.ჩვეულებრივი,მშრომელი გლეხები ვიყავით.როგორც მშობლბი მიყვებიან,მშობიარობა მიიღო ნარგიზა დეიდამ.ჩვეი მზობელია.საკმაოდ კარგი ქალი.სოფელში ხუმრობით სამშობიაროს ეძახიან.რომ ვთქვა დალხინებული ბავშვობა მქონდა მოვიტყუები.საკმაოდ გვიჭირდა.3 წლის ვიყავი ფეხზე პირველად რომ ჩამაცვეს.ფეხშიშველა მაქვს გატარებული მთელი ბავშვობა.ზამთარში თხის ტყავისგან მიკერავდნენ ქალამნებს და გარეთ არ მიშვებდნენ.უბნის გოგო-ბიჭები თოვლში რომ თამაშობდნენ,მე ფანჯარასთან ვიდექი მთელი დღე და ვტკბებოდი მათი ჟრიამულით.ფეხსაცმლის ყიდვას კარგი ბედი მოეცა ჩვენი ოჯახისთვის.მას შემდეგ ყოველ წელს თხილის კარგი მოსავალი იყო(რომ დავიბადე ჩემს სახელზე დარგო მამამ და ნაყოფი სამი წლის ასაკისთვის მოუწია).ასე რომ ფეხსაცმელს ზამთრისთვისაც მყიდულობდნენ და ზაფხულისთვისაც(ზაფხულში მაინც არ ვიცვამდი).ასე განვლო ჩემმა სკოლამდელმა ასაკმა.სკოლაში კარგი მოსწავლე ვიყავი.დამრიგებელი დიდ ყურადღებას მითმობდა და სულ ამბობდა-"შენ ქალაქში გააგრძელებ სწავლას"-რაც ჩემთვის წარმოუდგენელი იყო მაშინდელი ცხოვრების შესაძლებლობიდან გამომდინარე.ოთხწლედი ფრიადზე დავამთავრე.სკოლაში ბეჯით მოსწავლეებს ფრიდა დეიდა(ბაბუდა არის და დღემდე ვერ ეძახის მასწავლებელს. ავტ.) გვიტოვებდა და ინგლისურში გვამეცადინებდა.ყოველთვის გვეუბნებოდა რომ ინგლისური დაგჭირდებათ ქალაქში ბავშვებო.მე ალმაცერად ვუყურებდი მის ნათქვამს,რადგან მიდრეკილება მქონდა გერმანულისკენ და ფრანგულისკენ... ასე გრძელდებოდა მეცხრე კლასამდე.ფრიდასგან მალულად შემდგომ დავიწყე სხვა უცხოენების შესწავლა.ვიცოდი რომ მეტი ცოდნა სიკეთეს მომიტანდა.
მეათე კლასში ისევ გაგვახსენა თავი გაჭირვებამ.თხილის ხეების ნახევარი გადახმა.კარგი იყო რომ მამამ დააზღვია ბიზნესი(დღეს ასე ვეძახი.ადრე ვაჭრობა ერქვა) და თხები იყიდა.მართალია შემოსავალი ნაკლები გვქონდა მაგრამ ფეხსაცმელს მყიდულობდნენ უპრობემოდ.ცხოვრებას არ შევუშინდი.რამოდენიმე წლიანი კარგი ცხოვრების შედეგად შეგროვებული მქონდა თანხა,რომელიც ქალაქში უნდა მყოფნოდა პირველ წელს როდესაც უმაღლესში ჩავაბარებდი.რეპეტიტორებთან არ მოვმზადებულვარ.არ იყო ამის საჭიროება.მინდოდა ჩემი თავისთვის დამემტკიცებინა თუ რამდენად ძლიერი ვიყავი.ნელნელა მიიწურა სკოლის წლები და მოვიდა უმაღლესში ჩაბარების დროც.უშანგის(ჩემ დას ეარშიყებოდა) უნდა წამოვეყვანეთ ქალაქში მე და დედა,მაგრამ იმ დღეს დილას ადრე წასულა(დღემდე ვერ ვხვდები რატომ გამიკეთა ასე).მე და დედა განცვიფრებულები დავრჩით რადგან ქალაქის გზამდე დიდი მანძილი იყო გასავლელი,დაახლოვებით 15 კილომეტრი.დედაჩემთან ერთად ვერ მოვასწრებდი თავის დროზე ჩამოსვლას.ხურჯინში საგზალი ჩამიწყო,დანაზოგი ფული ჯიბეში(დედამ შიგნიდან ჩამიკერა რომ ქალაქში ვინმეს არ მოეპარა) ჩავიდე და გამოვეშურე ქალაქში.
გამოცდები ფრიადზე ჩავაბარე.სწავლის დაწყებამდე მინდოდა ორი კაპიკი დამემატებინა დანაზოგისთვის და მივაშურე აბრეშუმის ფაბრიკისკენ(ახლოს იყო სასწავლებელთან).გამიმართლა და სმენის უფროსმა უმცროს ოსტატად ამიყვანა.დღესაც მახსოვს მისი გაკვირვებული სახე,როდესაც აბრეშუმის ტექნოლოგიაზე ზედმიწვენით მოვუყევი ყველაფერი.მერე გაიგო რომ ჩემი გატაცება იყო აბრეშუმი და მასთან დაკავშირებული დაზგები.ჭაბუკობაში თუ სადმე წავაწყდებოდი აბრეშუმზე წიგნებს სულ ვკითხულობდი.
უმაღლესში მოწყობისთანავე დედას დეპეშა გავუგზავნე და ასევე ვამცნე სამსახურის დაწყების ამბავი.დედას გადაუწყვიტავს რომ მწვეოდა და მეორე დღესვე ისეც წამოსულა ქალაქში.
ავტო ვაგზალზე დედას ტაქსის მძღოლისთვის უკითხავს თუ სად იყო აბრეშუმის ფაბრიკა,მაგრამ დედა მაინც ვერ მოაგნებდა დამოუკიდებლად.თენგიზი(ტაქსის მძღოლი) კარგი პიროვნება აღმოჩნდა.დედიკოს კოჟრიან ხელებს რომ დახედა მაშინვე მიხვდა რომ მშრომელი ქალის ხელები იყო,რომელიც მონატრებული და წარმატებული შვილის სანახავად იყო ჩამოსული ქალაქში.
აბრეშუმის ქარხანაში სამორიგეოს უფროსმა დედა ჩუმად(ტოკარნი ცეხის გავლით) ჩვენს განყოფილებაში შემოიყვანა.არ მინდოდა დედას ასეთ მდგომარეობაში ვენახე.საკმაოდ მძიმე სამუშაო იყო.ვიცოდი რომ გული დაეთუთქებოდა.მართალია ინერვიულა და ცრემლი წამოუვიდა,მაგრამ შვილის ასეთი წარმატების შემხედვარე ცრემლი მოიწმინდა და მითხრა-"შვილო,ეს სიხარულის ცრემლებია".ამას ეხლა ვწერ,ძალიან ძნელად. თქვენთვის,ქალაქელებისთვის ალბათ წარმოუდგენელია რა გამოვიარე,რა რთული ცხოვრება მქონდა და შეიძლება შაყირობდით ხოლმე ჩემნაირებზე,მაგრამ აი ნახეთ ეხლა რა ხდება-ამხელა სლე,თასის ფინალს ვმასპინძლობ,პლატინის გვერდზე ვდგავარ,მესის და მთელს გუნდს ხელს ვართმევ,მთელი მსოფლიო(ჩემი სოფელიც) მიყურებს და მერი ვარ პახოდუ.
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «

.მეტის წერა დამეზარა

This post has been edited by SPLIYVI on 12 Aug 2015, 04:22