დიდი ხანია კონცერტზე არ ვყოფილვარ. და გუშინ მივედი კონცერტზე და ძალიან გული დამწყდა ხალხზე. სცენაზე გამოვიდნენ მაგარი მუსიკოსები და დაიწყეს დაკვრა. ნელნელა შევიდნენ ეშხში, არაჩვეულებრივი იმპროვიზიაციები ჩართეს. ასე ვთქვათ "ხელოვნების ცეცხლი დაანთეს". სრული ყურადღებით ვუსმენდი და თითოეული ნოტით ვკაიფობდი. მთლიანად შევედი მუსიკაში. სულ პირველ რიგში ვიჯექი და წამით უკან მოვტრიალდი ხალხისკენ და ფრიად გულდასაწყვეტი სანახაობა დამხვდა. ყველას ტელეფონი ეჭირა და იღებდა. სახეზე ეტყობოდათ, რომ მუსიკით კი არ იღებდნენ სიამოვნებას, არამედ გადაღების პროცესით. მათი ტვინები იქითკენ მიდიოდა, რომ: "აუუუუუუ ფბ_ზე როდის დავდებ სტინგის და კრის ბოტის ვიდეოებს და გავიმარიაჟებ რომ ეგეთ მაგარ კონცერტზე ვიყავიი".
სულ ###ზე ეკიდათ მუსიკა.
კი, იმპროვიზაციებზე ტაშს უკრავდნენ და ყვიროდნენ, მაგრამ ეგ აღფრთოვანება მუსიკისგან არ იყო. ეგ რაღაც ხელოვნური იყო.
მოკლედ ძალიან გული დამწყდა ხალხზე. თითქმის აღარ დარჩნენ ნატურალურები. ყველა ხელოვნური და ყალბი გახდა......