#47062324 · 20 Feb 2016, 19:03 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
აი რომ დგახართ და რომ სწუხხართ თუ როგორ კეტავენ მუშებს შახტაში, როგორ ავალდებულებენ მძღოლებს ჩართონ ის რადიო სადაც ქოცების აგიტაცია მიდის და მანამდე ანტი ნაცური აგიტაციის გამო რადიოები რომ ამოუღეს მანქანებიდან ნაცებმა. აი როდესმე დამდგარხარ ქართველო მოსახლეობავ და გაგიკრიტიკებია საკუთარი თავი იმის გამო რომ შენს არაჯანსაღ დამოკიდებულებას შეაკალი ეს ქვეყანა. აი რომ ყოველთვის გჯერა სისულელეების, რომ შენი ოცნებები და შენი ფანტაზიები ყოველთვის წინ დგას იმაზე რაც რეალობაა. როდესმე გიფიქრია შენ გარე მოვაჭრევ რომ ის კი არაა მთავარი შენ რომ ხვალ ბაზარში თავს ზემოთ სახურავი გექნება, მთავარი ისაა შენ შვილს რა ექნება. აი გიფიქრიათ იმაზე თუ რა უნდა მომავალს (თაობას) და არა მიმავალს? აი შენ რომ გაწუხებს იმ გაჭირვებულების ბედი, ხვალ რომ აქცია გამართონ დაუდგები გვერდში? რატომ არ აკრიტიკებ საკუთარ თავს როცა წეროვანში გაზი გადაუკეტეს დევნილებს და მხოლოდ სასაცილო გახდა ის რომ ნათელაშვილი იქ იყო იმ ხალხის გვერდით. ან რატომ იყო ჯონდი ბაღათურია სასაცილო და ბანძი როდესაც მიშიკოს ამხელდა ცოდვებში? სანამ შენამდე არ მოვლენ და პირადად არ შეგეხებიან, სანამ ბიძაშვილს არ მოგიკლავენ, სანამ ძმაკაცს არ გაგიუპატიურებენ ციხეში მანამდე რატომ არ ცდილობ მიეშველო იმას ვისაც ჩაგრავდნენ შევარდნაძის დროს, მიშას დროს ქოცნების დროს. ეს ხომ ერთი და იგივე ფენის წარმომადგენლები არიან? მაინცდამაინც უბინაოდ უნდა დაგტოვონ შე ძალათ მსახიობო რომ ხმა ამოიღო? ან მაინცდამაინც ფული უნდა მოგცენ რომ დაუდგე გვერდში ადამიანს? არ გრცხვენიათ? თქვენ თუ არ გრცხვენიათ ამათ რატომ უნდა შერცხვეთ?
როგორც ჩანს არა გრცხვენიათ. თავზე უნდა დაგაფურთხონ პოლიტიკოსებმა ტრიბუნიდან გაგინონ ბოლო კაპიკები წაგართვან, თავიანთი შვილები და პრაკურორის შვილები აგულაონ თქვენი ფულით. ღირსები ხართ.
This post has been edited by aca baca banci bunca on 20 Feb 2016, 19:09
--------------------
დიპერი მოკრივეა, შენ პამიდორი ხარ. https://www.youtube.com/watch?v=Hb56OiHJfcM მაკოცო რა, ხატი კი არ ვარ... (c) პაპაჩემი. http://www.ice.ge/liv/liv/rachul.php
|