რუსეთში, ტვერის რაიონულმა სასამართლომ ავტომობილისტების გაერთიანება «Смотра.ру»-ს დამფუძნებელს ერიკ ქიტუაშვილს 2-თვიანი პატიმრობა შეუფარდა. მოსამართლის განცხადებით, დაკავებული 20 აპრილამდე უნდა დარჩეს საპატიმროში, რადგან მისი მიმალვის საფრთხე არსებობს.
თავად ქიტუაშვილმა სასამართლოში განაცხადა, რომ მის წინააღმდეგ საქმე შეთითხნეს.
ქიტუაშვილი ეჭვმიტანლია თაღლითობაში, ასევე, ზუსტდება ინფორმაცია ინგუშეთის მეთაურზე მომხდარ თავდასხმაში მისი მონაწილეობის შესახებ.
http://www.info9.ge/uckhoethi/140297-ruset...html?lang=ka-GE