#57605500 · 7 Mar 2021, 00:17 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
QUOTE | და ეხლა ჩილი პეპერსი თუ ვიღაც შემოვა და რაღაც უაზრობას რომ დაწერს არც მაგაზეინაღლვლებს დიდად |
ვეცდები აგანაღვლო.
შენ არ მომწონხარ. არც შენისთანები, რომ შემოხვალთ ფორუმზე და ზლუქუნებთ, თუ როგორი ცუდია ცხოვრება, თუ როგორ მოგბეზრდათ ყველაფერი, თუ რითი მოიკლათ თავი - ბენზოხერხით თუ ვაზის სასხლავი მაკრატელით... არადა 99%-ს არაფერი გჭირთ. აი მაგალითად, შენ თამაშობ. რასაკვირველია აგებ, აბა რომელი ფილ აივი შენ მყავხარ. როცა აგებ ნერვიულ სისტემას იუპატიურებ + ფული არ გაქვს რომ სადმე გახვიდე, გაერთო, წიგნი იყიდო, კინოში წახვიდე ან ნაყინი ჭამო. ან გოგო გაიცნო და იტყნაურო ბოლო-ბოლო.
და რა არის საჭირო იმისთვის რომ ეგრე არ იყოს? ერთხელ რომ წააგებ, ორჯერ, ცხრაჯერ... უნდა მიხვდე რომ არაა ეგ შენი საქმე (ხომ ვთქვით უკვე რომ არ ხარ აივი) თავი დაანებო, ნერვებიც დაგიმშვიდდება, ფულიც გექნება, იტყნაურებ ბოლო-ბოლო!
თითქოს ხო მარტივია და რა მიხვედრა ამას უნდა, არა? მაგრამ - არა. ცოტა ხნით ალბათ თავს დაანებებ, მერე ისევ ჩარიცხავ, მერე ისევ წააგებ, მერე აქ შემოხვალ და იზლუქუნებ თუ რა ცუდია ცხოვრება და ბენზოხერხი ჯობია თუ სტრიხნინა.
ჰოდა, ამიტომ არ მომწონხარ. არც შენ, არც შენნაირები, იმიტომ რომ ისე აკეთებთ ბოროტებას, ვერც კი აანალიზებთ. თქვენ არაფერი გიჭირთ, უბრალოდ უნდა გადადგათ რამდენიმე სწორი ნაბიჯი, მაგრამ საკუთარ უნიათობას ყველას აბრალებთ საკუთარი თავის გარდა, ყველაში მაშველ რგოლს ეძებთ და იმდენს არ კადრულობთ რომ აწიოთ ტრაკი და ეს ნაბიჯი დამოუკიდებლად გადადგათ და ყველაფერი კარგად იქნება.
ბოროტები რატომ ხართ? აქ მართლა შემოდის ისეთი ხალხი ვისაც უჭირს, ზოგს ეტყობა, ზოგს არა... მაგრამ ამ ხალხს პოზიტივი უნდა, რამე კარგის დანახვა უნდა, მოფერება ან ჩახუტება უნდა, მაგრამ რა ხვდება? შენნაირების ზლუქუნი. ამით ის ხალხი უფრო იგრუზება და შვების ნაცვლად ვიღაცის ყალბ დარდს პოულობს.
ყველას აქვს ცხოვრებაში კარგიც და ცუდიც, რომ გგონია ვიღაცას ძალიან ულხინს, იმასაც კი უჭირს ხოლმე, მაგრამ უნდა ისწავლოთ რომ მოერიოთ საკუთარ თავს და საკუთარ ცხოვრებას. მხოლოს მაშინ ითხოვოთ დახმარება როცა მართლა გჭირდებათ და არ უნდა იმათხოვროთ ქუჩა-ქუჩა ვინმემ პირში ძუძუ ჩამიდეთო, როცა დამოუკიდებლადაც შეგიძლიათ ფეხზე დადგომა.
ჰა, აგანაღვლე? ამ ჩემს დიხლოფოსს.
მადლობა მითხარი რომ ამხელა ლექცია წაგიკითხე, იქნებ შეიგნო რამე. სეანსის ფული მისაღებში დატოვე.
აი მე მართლა მკიდია რას მიპასუხებ, ამიტომ ბოლო სიტყვასაც შენ დაგიტოვებ.
იგულავე
--------------------
დაე იყოს დღეს მზისფერი, ყველაფერი.
The fox that makes the ravens fly.
საფრანგეთში ძაან ბევრჯერ ვარ ნამყოფი კრუასანი მიყვარს (c) ინსტრუქტორი
|