იმის მიუხედავად, ვინმე აიღებს ოქროს თუ არა, ოლიმპიადის შემდეგ უზნაძეც უნდა შეიცვალოს და ზოგადად, წვრთნისა და მომზადების სისტემა და სტრუქტურაც უნდა გადახალისდეს და ხელფას-პრემიების საკითხიც გადაიხედოს.
არსებულმა სისტემამ თავი ამოწურა უკვე და დაღმასვლის ნიშნებიც აშკარად დაეტყო.
უზნაძეს და კამპანიას დიდი მადლობა ყველაფრისათვის, რაც გააკეთეს.
არ ვარ მომხრე, რომ უზნაძე ჩაიქოლოს და განპატიჟება მოუწყონ. დარჩეს სისტემაში-ადრეც მანდ მუშაობდა და როგორც ამბობენ, კარგი შედეგებიც ჰქონდა. ვთვლი, რომ პროფესიონალია, მაგრამ ნაკრების მენეჯმენტი სხვა დონეა მაინც, მით უმეტეს, თუ მსოფლიოს ერთ-ერთ ანგარიშგასაწევი ნაკრების ყოლაზე აქვს ქვეყანას პრეტენზია.
მაგრამ რა იქნებ,ა კაცმა არ იცის, რადგან წინ საპარლამენტო არჩევნებია და უზნაძის ყოფნა-არყოფნა კი არა, სპორტის მინისტრის და ფედერაციის პრეზიდენტის მომავალია გაურკვეველი

რა ვიცი, ვიქონიოთ იმედი, რომ რადიკალური ცვლილებები არ მოხდება ამ მხრივ.
საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე აქტიურად მომუშავე ჰიდროაგრეგატი არის მტრის წისქვილი. © სლავა მესხი
"ქალი-დიდი ძალაა"- გვეუბნება პარტია (© კ/ფ "შეხვედრა წარსულთან")
Vita nostra brevis est, brevi finietur,
venit mors velociter, rapit nos atrociter,
nemini parcetur!