შესაძლებელია -16 გრადუსში 2 საათი მხოლოდ ტრუსებისამარა გაძლება? დიახ, შესაძლებელია.
შესაძლებელია საათნახევარი ყინულიან კაბინაში შიშველი ჯდომა ისე, რომ სხეულის შინაგანი ტემპერატურა შენარჩუნდეს? დიახ, შესაძლებელია.
შეასძლებელია ადამიანმა თავისით აკონტროლოს ადრენალინის დონე და გულის პულსის რითმი? დიახ, შესაძლებელია.
ვიმ ჰოფმა ძალიან დიდი შთაბეჭდილება მოახდინა ჩემზე.
მე პრინციპში დილეტანტი ვარ, რომელიც ზამთარში ძალიან ცივ წყალში მხოლოდ 10 წუთი ვძლებ, რაც დიდ სიამოვნებას მანიჭებს, მაგრამ მინდა რომ ეს შედეგი გავზარდო და ოდნავ მაინც მივუახლოვდე ვიმის შედეგებს.
როგორ მიიღწევა ეს შედეგი? მედიტაციის ხარჯზე შესაძლებელია ადამიანმა საოცრებები მოახდინოს.
თავიდან სწორად სუნთქვის დახელოვნებაა საჭირო, ხოლო შემდეგ ცივი შხაპებით დაიწყებთ და ალბათ ბოლოს ყინულებშიც ჩაჯდებით.
რისთვისაა ეს კარგი და სასარგებლო?
არნახულად აუმჯობესებს იმუნიტეტს, აახალგაზრდავებს კანს და თმებს, ძალიან სასარგებლოა სისხლის მიმოქცევისთვის და სისხლძარღვებისთვის. დაავადება ფაქტობრივად აღარ შეგხვდება და იქნები სუპერ ადამიანი.
FუF, შემეშალა და პოლიტგანყში გავხსენი თემა
This post has been edited by brevalo on 22 Feb 2016, 21:13