#47107873 · 25 Feb 2016, 06:45 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
etonk წერილობით არის დაფიქსირებული მამაშენისგან ბიძაშენის მიერ ფულის გამორთმევა? თუ კი, მაშინ სამოქალაქო სასამართლო მოგელის მასთან, ხოლო თუ არა, ჩაიწერე საუბარი მასთან, აღიარებინე მაგ დროს, რომ ფული აქვს სესხით გამორთმეული მაქსიმალურად სხვა დეტალებითურთ, ბებიაც თვითმხილველ ან ირიბ მოწმედ გამოგადგება და ჰაიდა პროკურატურაში დიდი განცხადებით დანაშაულის შეტყობიენების შესახებ... ბიძაშენი უბრალოდ თაღლითია (სსკ 180-ე მუხლი), ოღონდ ვინმე ნაცნობ-პატრონი რომ გამოძებნო პროკურატურაში, კაი იქნება ძაან, რადგან ძალზედ უინტერესოდ ეკიდებიან ასეთ საქმეებს საგამოძიებო ორგანოები...
პ.ს და რაის წილი, მთელი ბინა თქვენ გეკუთვნოდათ, შენ და ბებიას, ანუ მისით ამონაგები თანხა სულ თქვენია, შესაბამისად, რაც ბიძაშენმა წაიღო ამ ბინის გაყიდვის თანხიდან სესხად, მას არაფერი ეკუთვნოდა და მიტომაც წაიღო სესხად და არა კუთვნილ (ვითომ კუთვნილ) სამკვიდრო წილის საფასურად...
პ.პ.ს. უეჭველი, შენს საქმეში უამრავი ნიუანსები და გარემოებები გამოიკვეთება, ასე რომ აუცილებლად აიყვანე ადვოკატი, ასე ფორუმ-ფორმარტში მაგ საქმეს ჯეროვნად ვერ გადაწყვეტ, მე უბრალოდ ძალზედ ზოგადი ზედაპირული ორიენტირები მოგეცი და სხვაც ბევრს ვერაფერს გეტყვის არსებითს ასე კითხვა-პასუხითი მიმოწერით... წარმატებები...
This post has been edited by kodeqsi on 25 Feb 2016, 06:55
--------------------
უპატრონო ქვეყანაში კატა რა, თაგვთან ერთად ვირთხაც კი აყეფდებისა...
არჩევანი უამრავია, მარა არჩევანი ერთია...
|