კაცობრიობამ მრავალი შეცდომა დაუშვა მისი ცნობიერების განვითარებაში!
ერთერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და საკვანძო შეცდომა გახლავთ დოგმები და კანონების შემოღება.
ვიღაც ზედაპირული ტიპი მოვა და მეტყვის: "აბა კანონების გარეშე ხომ სრული ქაოსი და ანარქია დაისადგურებდა!"
სამყაროს ერთი არაჩვეულებრივი თვისება გააჩნია. ენერგიების ურთიერთგაცვლა. არსებობს დადებითი და უარყოფითი ენერგიები. დადებითს ყოველთვის კარგი შედეგი მოაქვს, უარყოფითს _ცუდი.
აკრძარვა, შებოჭვა, შიში უპირობოდ უარყოფითი ცნებებია, რომელიც ადრე თუ გვიან ამოხეთქავს და უარყოფით შედეგს გამოიღებს. არ შეიძლება შიშის საფუძველზე ჰარმონიის და წესრიგის მიღწევა. კანონის და შიშის საფუძველზე მიღწეული ჰარმონია და წასრიგი სხვა არაფერია, თუ არა მოჩვენებითი სიმშვიდე, რომლის სიღრმეში დათრგუნული და შებოჭილი სული იმალება. ამგვარი წესრიგი ადრე თუ გვიან დაინგრევა.
მაშინ რა გამოსავალი არსებობს? რამ უნდა შეცვალოს კანონები? (ვგულისხმობ აკრძალვითი ხასიათის კანონებს)
პასუხი არის მარტივი: შეგნება და გონიერება.
როდესაც ადამიანი ჭეშმარიტად შეგნებული და გონიერია. როდესაც მისი შინაგანი სამყარო აბსოლუტურად განთავისუფლებულია ყოველგვარი უარყოფითისგან და იგი მომართულია დადებითისკენ და კეთილისკენ, როდესაც იგი აღზრდილია ჯანსაღ გარემოში, არ არსებობს რომ მან რაღაც საშინელება გააკეთოს. მე წითელზე კანონის შიშით კი არ უნდა ვაჩერებდე მანქანას, არამედ შეგნების გამო. უნდა მსიამოვნებდეს ძალდაუტანებელი წესრიგი და ჩემი საქციელი რომ მე შეგნებული ვარ.
სამწუხაროდ, მსოფლიოში არსებული სასწავლებლები ანგრევენ და ახშობენ ადამიანის თვითმყოფად გონებას და ის ზრდასრულობაში უკვე დაბინძურებულია. ამზადებენ მას ბინძურ სისტემაში საცხოვრებლად.
ადამიანში შეგნების და გონიერების განვითარება ძალიან ძნელი საქმეა, ამიტომ კაცნობრიობამ აირჩია გაცილებით მარტივი გზა. კანონების და აკრძალვების გზარელიგიებიც ამგვარ სისტემაშია მოქცეული.
მორწმუნე ადამიანს ჩაუბეჭდეს: "თუ ამას დააშავებ, იმას ისე არ გააკეთებ როგორც საჭიროა, ჯოჯოხეთის ცეცხლში დაიწვები". და სადაა აქ ღმერთი? ნუთუ ღმერთი იმუქრება და გვაშინებს. არა! ეგ არის ისევ ადამიანის შეთითხვნილი სისულელეები. გამორიცხულია ღმერთი იმუქრებოდეს და ეკლიან ჩარჩოებში გვაქცევდეს.
შეგნება და ნათელი გონებაა გასაღებია ადამიანური საწყისების.
მაგალითად, მეფემ შემოიღო კანონი: ვინც ოქროს მოიპარავს, მას მარჯვენა მოჰკვეთეთო. მოიპარა ერთმა_მოჰკვეთეს მარჯვენა, მოიპარა მეორემ, მასაც მოჰკვეთეს მარჯვენა.
მთელმა ქალაქმა, 50 000 კაცმა რომ მოიპაროს ოქრო ნუთუ მეფე ყველას მოჰკვეთავს. აი მაშინ როგორ მოიქცევა მეფე? ნუ ეს არ მოხდება, იმიტომ რომ ამდენი მამაცი ადამიანი ვერ იქნებოდა ერთ ქალაქში, მაგრამ დაუშვათ ყველამ მოიპარა ოქრო. მერე ალბათ მეფე დაფიქრდება და მივა იმ აზრამდე, რომ ლმობიერი გზებით წავიდეს და ადამიანებს შეგნება განუვითაროს.
გისმენთ მეგობრებო
.................
This post has been edited by brevalo on 21 Feb 2016, 16:44