

ტყიბულში გაფიცული მაღაროელები რაიონის გამგეობასთან საპრტოტესტო აქციას მართავენ. მათი ერთ-ერთი ძირითადი მოთხოვნა ხელფასების მომატებაა. როგორც "ინტერპრესნიუსის" კორესპონდენტი ადგილიდან იტყობინება, გაფიცულ მეშახტეებს ტყიბულის ადგილობრივი მოსახლეობა შეუერთდა.
აქციაზე მივიდა ტყიბულის მაჟორიტარი დეპუტატი ელისო ჩაფიძე და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები. ელისო ჩაფიძე ითხოვს ტყიბულისათვის მაღალმთიანი რეგიონის სტატუსის დაბრუნებას.
გაფიცულ მეშახტეებს ასევე შეუერთდნენ ქსნის მინის ქარხნის, ჭიათურის მაღაროსა და ზესტაფონის ფეროს პროფკავშირების წარმომადგენლები. მეშახტეებთან ერთად იმყოფება ასევე ნახშირისა და სამთო მრეწველობის პროფკავშირების წარმომადგენელი თემურ გვენეტაძე.
http://www.interpressnews.ge/ge/regioni/36...-marthaven.html''რატომ უჭერენ მხარს ახალგაზრდები გაფიცულ მუშებს?''
https://soundcloud.com/radiogipa/8x0wup8sghfqქსანში გაფიცული მუშები - დათმობას არ ვაპირებთ. ქსანი, სს “მინის” ქარხანასთან 40-მდე მუშაა შეკრებილი. ნაწილი მანქანებში ზის, ზოგი გაშლილ კარავშია შესული. დანარჩენები იქვე მოგროვებული ფიჩხით ანთებულ კოცონთან თბებიან. ხელფასების 30%-ით გაზრდა, კოლექტიური ხელშეკრულების გაფორმება და პროფკავშირებისთვის ქარხნის ტერიტორიაზე ფართის გამოყოფა - ქარხნის ადმინისტრაციისგან ამ მოთხოვნების დაკმაყოფილებას ჯერჯერობით უშედეგოდ ელოდებიან, თუმცა დათმობას არ აპირებენ. რამდენიმე დღის წინ, ჯანდაცვის სამინისტროს შრომის პირობების დეპარტამენტის ხელმძღვანელის, ელზა ჯგერენაიას მონაწილეობით, მედიაციის პროცესში ხუთი გაფიცული მუშა და კომპანიის თანამშრომლები იყვნენ ჩართულები. შეხვედრის შემდეგ ადმინისტრაციამ მუშებს ხელფასების 30%-ით გაზრდის მაგივრად, 4,9%-ით მომატება შესთავაზა, ამიტომ მედიაციის პროცესი უშედეგოდ დასრულდა:
"ეს იყო ჩვენი დამცირება. მუშების უპატივცემულობა. 15% მაინც რომ ეთქვათ, ასეთ უდიერ დამოკიდებულებას არ გამოიჩენდნენ. ჩვენ ბრმად გაფიცული მუშები არ ვართ. ხელფასების 30%-ით გაზრდა, სამუშაოს სირთულის და დატვირთვის მიხედვით დავითვალეთ და ამიტომაც გვაქვს კონკრეტული მოთხოვნა", - ამბობს ზურა შერმადინი, რომელიც 17 წელია სს "მინის" ქარხნის თანამშრომელია.მის გარდა ქსანში 180-მდე დასაქმებულია გაფიცული. ძირითადი სამუშაოები ქარხანაში შეწყვეტილია, მაგრამ კომპანიამ რამდენიმე დღის წინ თურქეთიდან შვიდი სპეციალისტი ჩამოიყვანა, რომლებიც გაფიცულ მუშებს ცვლიან და მანქანა დანადგარებთან მუშაობენ.
მუშები ქარხანაში არსებულ მძიმე სამუშაო პირობებზე საუბრობენ. ზურა შერმადინის განმარტებით, ბოთლის წარმოების დროს ქარხანაში 60-70 გრადუსის პირობებში უწევთ შრომა, სადაც ამ სიცხის შესამცირებლად არ არსებობს შესაბამისი გამწოვ-გამაგრილებლები. მუშაობენ 12-საათიანი გრაფიკით, თვეში 16 დღე. საშუალო ხელფასები 500 ლარიდან 900 ლარამდე მერყეობს, გააჩნია დასაქმებულების ფუნქციებს.
დარინა ტოტოევი გაფიცული 15 ქალიდან ერთ-ერთია. ხარისხის კონტროლის თანამშრომელი. მისი თქმით, გარდა იმისა, რომ 500-ლარიანი შემოსავალი არაფერში ყოფნის, ქალებს ბიულეტენის გამოყენების უფლებასაც უშვიათად აძლევენ.
გაფიცულ მუშებს დღეს საქართველოს პროფკავშირების წარმომადგენლები შეხვდნენ და სოლიდარობა გამოუცხადეს. ქარხნის წინ გამართულ აქციაზე პროფკავშირების გაერთიანების ხელმძღვანელი, ირაკლი პეტრიაშვილიც იმყოფებოდა. მან მუშებს ერთიანობისკენ მოუწოდა: "ჩვენ არ უნდა დავიღალოთ ამ პროცესით, მთავარია, საბოლოოდ მივაღწიოთ შედეგს".
გაფიცული მუშების თქმით, ისინი ადმინისტრაციასთან განმეორებითი მოლაპარაკებებისთვის მზად არიან, თუ მათი შეთავაზებები რეალური იქნება: "გავიფიცებით იქამდე, სანამ არ დაკმაყოფილდება ჩვენი მოთხოვნები. ხელმძღვანელობას ჩვენ მაგივრად მონები სჭირდება, ამიტომ ეს დრო უნდა მოკვდეს და დავანახოთ, რომ ჩვენც გვჭირდება შრომის ღირსეულად დაფასება", - ამბობენ აქციის მონაწილეები.
სააქციო საზოგადოება „მინა“ ტრანსნაციონალური კომპანია „შიშეჯამის“ მფლობელობაშია. კომპანიაში სულ 225 თანამშრომელია დასაქმებული.

მხარდამჭერი ორგანიზაციები
თვითორგანიზების ქსელი / Self-Organization Network ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი - (EMC) მწვანე მუშტი • Green Fist GTUC ჭიათურის გაერთიანებული პროფესიული კავშირი თბილისის სოლიდარობის ქსელი / Tbilisi Solidarity Network Tbilisi Fabian Society - თბილისის ფაბიანური საზოგადოება ქალთა მზერა / Women's Gaze ზუგდიდის სოლიდარობის ქსელი / Zugdidi Solidarity Network European.ge
This post has been edited by gabro777 on 23 Feb 2016, 15:06