კასპში მამაკაცი დაჭრეს.
„რუსთავი 2“-ის ცნობით, შემთხვევა თბილისი-ბათუმის ჩქაროსნულ ტრასაზე მაშინ მოხდა, როდესაც სატვირთო ავტომობილის მძღოლი საბურავის შეკეთებას ცდილობდა.
ამ დრომდე დაუდგენელმა პირმა, მას სავარაუდოდ, სანადირო თოფიდან ესროლა, შემდეგ კი მის გატაცებას ცდილობდა.
მამაკაცს ცეცხლსასროლ ჭრილობასთან ერთად დაზიანებები ყბა-სახის მიდამოებში აღენიშნება. ექიმების განცხადებით დაშავებულს კბილები აქვს ჩამტვრეული რაც ბლაგვი საგნის ჩარტყმით არის გამოწვეული.
დაშავებული სასწრაფო სამედიცინო დახმარების თანამშრომლებმა კასპის რაიონულ საავადმყოფოში გადაიყვანეს. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.
მომხდარზე გამოძიება განზრახ მკვლელობის მცდელობის მუხლით დაიწყო. საქმესთან დაკავშირებით, დაკავებული არავინაა.
For there is nothing hidden that will not be disclosed, and nothing concealed that will not be known or brought out into the open.