#47825583 · 16 May 2016, 11:24 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
რა მივიღეთ 4 საოცნებო წელს არჩევნების წინ.
დააკვირდით ივანიშვილის დამოკიდებულებას პროდასავლური გავლენიანი ძალების მიმართ.
ნაცების მიმართ მიმდინარეობს პირდაპირი რევანში. ალასანია მოისროლეს და დღეიდან მისი ხალხიც შემატეს ნაცების პოლიტპატიმრებს. რესპები გააბანძეს. თოფაძე-მეჭიაური ანაცვალეს. რესპების აღარვინ ენდობა. თუ ბევრს იხტუნავებენ თინიკოსაც "მოუძებნიან" საციხო "საქმეს".
სამაგიეროდ თავისი ხავსი ხომ ყავთ გაჯეჯილებული და ასევე პაჩოტში ყავთ ინაშვილიც, ბურჯანაძეც. ეგ კი არა და ყრილობაზე ისეთი ობის სუნი დააყენეს ახალი რძე რომ დაგედგა მაწვნად იქცეოდა. მუმიები არის და მუმიებიც, მაგრამ აი ავთო მარგიანს თუ ვნახავდი ეგ უკვე აღარ წარმომედგინა.
საინტერესოა ცხოვრება. არადა ივანიშვილმა ამ ორი ძალით (ალასა, რესპები) შექმნა პროდასავლურობის ილუზია შინ და განსაკუთრებით გარეთ. ნუ ახლა ხელისუფლება გაიმყარა, ძალოვნებში მისი პირადი ერთგული ხალხი ყავს. სასამართლო საბოლოოდ გაიფორმა. ფული აქვს და რატომაც არ მოიშოროს ეს სასტავი და დაუმტკიცოს ჩრდილოელ ბოსს რომ აწი სიტუაციას ბოლომდე აკონტროლებს. თუმცა იანუკოვიჩსაც ეგონა მასე.
--------------------
ქოცი - განვითარების უმდაბლესი საფეხური.
|