ხვალ დილამდე "საქართველოს რკინიგზის" რამდენიმე რეისი არ შესრულდება
10:20 25-02-2016
ხვალ დილამდე "საქართველოს რკინიგზის" რამდენიმე რეისი არ შესრულდება საქართველოს რკინიგზაში მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშაოების ჩატარებასთან დაკავშირებით, რამდენიმე რეისი არ შესრულდება.
როგორც "ინტერპრესნიუსს" საქართველოს რკინიგზიდან აცნობეს, საქართველოს რკინიგზაში მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშაოების ჩატარებასთან დაკავშირებით (სუფსა-ურეკის გადასარბენზე არსებულ ლითონის ხიდზე მალის ნაშენის შეცვლის სამონტაჟო სამუშაოები), 2016 წლის 25 თებერვლის 06:00 საათიდან 26 თებერვლის 05:59 საათამდე მსვლელობიდან იხსნება ჩქარი ელექტრომატარებელები თბილისი-ბათუმი-თბილისი №852/851 და №858/857, აგრეთვე საგარეუბნო მატარებელი ბათუმი-ქუთაისი-ბათუმი №683/684.
მათივე ინფორმაციით, დღეს თბილისის, ქუთაისი I-სა და ოზურგეთის მიმართულებაზე მსვლელობიდან იხსნება თბილისი-ქუთაისი-ოზურგეთის №12/11 და №18 დღის სამგზავრო მატარებლები. ასევე, ოზურგეთიდან მსვლელობიდან იხსნება თბილისი-ოზურგეთი-თბილისის მიმართულებით მოძრავი ღამის მატარებლები №654/653.
აღნიშნულ მიმართულებებზე სამგზავრო ბილეთების გაყიდვა დროებით შეჩერებულია. მატარებელთა მიმოსვლა სრულად აღდგება 26 თებერვალს.
სს "საქართველოს რკინიგზა" ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტისთვის.
დღეს იგეგმება ციხისძირიდან ხეების გადატანა და ფაქტიურად პრობლემები შეექმნა ორ რეგიონს-გურიასა და აჭარას, მატარებლების მიმოსვლა ხვალამდე დაიკეტა.
მეორე საკითხი-რამდენი ტვირთი გაჩერდა ბათუმის პორტის მიმართულების და რამდენია ქვეყნისათვის მიყენებული ზარალი?
http://www.interpressnews.ge/ge/sazogadoeb...hesruldeba.html This post has been edited by kardinali on 25 Feb 2016, 11:48