ტრასბურგის სასამართლოს ბოლო გადაწყვეტილებით დამსაქმებლებს უფლება აქვთ შეამოწმონ თანამშრომელთა პირადი მიმოწერა
14/01/2016 23:25
რუმინელი ინჟინერი, ბოგდან ბარბულესკუ, რომელმაც სასამართლოს იმ მიზნით მიმართა, რათა დაედგინა დამქირავებლების მიერ მისი პირადი მიმოწერის ნახვის უკანონობა, იმედგაცრუებულია. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს სამშაბათის გადაწყვეტილებით, დამქირავებლებსა და ხელმძღვანელებს აქვთ უფლება შეამოწმონ კერძო მიმოწერის საშუალებები, მესენჯერები, აპლიკაციები და ა.შ. სასამართლოს გადაწყვეტილების მიხედვით: “დამსაქმებელი მოქმედებდა მისი დისციპლინარული უფლებამოსილებების ფარგლებში შეამოწმა რა თანამშრომლის Yahoo Messenger-ით განხორციელებული მიმოწერა. ამდენად, სასამართლოს არ მიაჩნია დასაბუთებულად, რუმინული სასამართლოს მსგავსად, წარმოდგენილი მოთხოვნის კანონიერების შემოწმება”. ამასთან, როგორც ინტერნეტ სამართლის სპეციალისტები აცხადებენ, ტოტალური აკრძალვა ინტერნეტის პირად მიზნებში გამოყენებისა დაუშვებელია, რადგან ადამიანები ხშირად მუშაობენ გადაჭარბებულად და მათ აქვთ უფლება სამსახურშიც კი შეინარჩუნონ პირადი ცხოვრებისა და მიმოწერის უფლება.
სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებები სავალდებულოა ყველა ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის ხელმომწერი მხარისათვის, მათ შორის საქართველოსთვის.
გადაწყვეტილების სრული ტექსტი:
http://hudoc.echr.coe.int/UMTS