„საქართველოს 6 რეგიონში არის მინუს ბალანსი და სიკვდილიანობა შობადობას აღემატება“, – აღნიშნული განცხადება დემოგრაფიული აღორძინების ფონდის პრეზიდენტმა თამარ ჩიბურდანიძემ პორტალ „კვირას“ პრესკლუბში გააკეთა.
თამარ ჩიბურდანიძის თქმით, პრობლემის აღმოსაფხვრელად დემოგრაფიული აღორძინების ფონდმა ირაკლი ღარიბაშვილთან ერთად დისბალანსის აღმოსაფხვრელად დემოგრაფიული პოლიტიკა შეიმუშავა და 2014 წლიდან ის უკვე საქართველოს 6 რეგიონში ხორციელდება.
აღნიშნული პოლიტიკის გატარების შემდეგ 6 ყველაზე პრობლემურ რეგიონში შობადობამ იმატა და სიკვდილიანობამ იკლო, თუმცა ბალანსის გამოსწორებას წლები დასჭირდება, რადგან ამ რეგიონებში ჯერ კიდევ სიკვდილიანობა შობადობას უსწრებს.
http://kvira.ge/%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%A...3%98-%E1%83%A1/ * * *
საქართველოში 2017 წლიდან დემოგრაფიული კრიზისი იწყება, თუ არაფერი შეიცვალა, კრიზისი პიკს 2030 წელს მიაღწევს, გაერო კი 2050 წლიდან დემოგრაფიულ კატასტროფას გვიწინასწარმეტყველებს, თუმცა ეს კრიზისი 2017 წლიდან იწყება“,- აღნიშნული განცხადება დემოგრაფიული აღორძინების ფონდის პრეზიდენტმა, თამარ ჩიბურდანიძემ პორტალ „კვირას“ პრესკლუბში გააკეთა.
თამარ ჩიბურდანიძის განცხადებით, 2017 წლიდან შობადობის კლება გარდაუვალია, რადგან 90-იან წლებში დაბადებული გოგონების რაოდენობა, რომლებიც რეპროდუქციულ ასაკში სწორედ 2017 წელს შედიან, 80-იან წლებში დაბადებული გოგონების რაოდენობის ნახევარია.
მიმაგრებული სურათი