მოგესალმებით ყველას.
საქართველოში ჩამოყალიბდა პირველი ოფიციალური დრიფტის ფედერაცია.
ორგანიზაციის საქმიანობის მიზანი და ამოცანები
1.ორგანიზაციის საქმიანობის მიზანი:
1.1დრიფტის, როგორც სპორტის სახეობის განვითარება და პოპულარიცაზია, როგორც საქართველოში, ისე მის ფარგლებს გარეთ.
2. ორგანიზაციის ამოცანა:
2.1 სპორტსმენების აღზრდა.
2.2 სპორტსმენების საერთაშორისო ასპარეზზე წარდგენა და ხელშეწყობა.
2.3ადგილობრივი და საერთაშორისო დონის სამსაჯო პერსონალის მომზადება, როგორც საქართველოში ასევე მის საზღვრებს გარეთ.
3. თავისი მიზნების მისაღწევად ორგანიზაცია:
3.1 ორგანიზებას უწევს და ატარებს ადგილობრივი და საერთაშორისო დონის სპორტულ ღონისძიებებსა და ტურნირებს.
3.2 ორგანიზებას უწევს და ატარებს საქართველოს დრიფტის ჩემპიონატს.
3.3 თანამშრომლობს და ერთობლივ პროექტებს აწარმოებს ანალოგიურ უცხოურ ფედერაციებთან და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებთან.
3.4 ოფიციალური მიწვევით, ორგანიზებას უწევს და ატარებს მიმწვევი ქვეყნის ადგილობრივ და საერთაშორისო შეჯიბრებს.
3.5 ორგანიზებას უწევს და ატარებს ტრენინგებს, სემინარებს, კონფერენციებს, შეკრებებს, ვარჯიშებს,ფესტივალებს და სხვა ღონისძიებებს.
www.gdf.ge
Facebook: georgian drift federation/საქართველოს დრიფტის ფედერაცია
შემოგვიერთდით!!!

This post has been edited by /// SARISHVILI on 25 Feb 2016, 22:04