მე და ჩემი მეუღლე ვართ ძალიან სერიოზული პრობლემა რუსეთისთვის- თინათინ ხიდაშელი
21:17 2016-02-27
ხიდაშელის თქმით რუსეთი იბრძვის იმისთვის, რომ ოქტომბერში საქართველოში ხელისუფლება მათ სასარგებლოდ შეიცვალოს.
თავდაცვის მინისტრის განცხადებით, ის და მისი მეუღლე რუსეთისთვის პრობლემას წარმოადგენენ, ამაზე მინიშნება კი თინათინ ხიდაშელმა ეუთოში რუსეთის ელჩისგან მიიღო. აღნიშნულ თემაზე ხიდაშელმა ტელეკომპანია ”პირველის” ეთერში ისაუბრა:
„გასულ კვირას ეუთოში ვიყავი და რუსეთის ელჩმა სრულიად პირდაპირ, 56 ელჩის თანდასწრებით ძალიან მარტივი რამეები მითხრა. მან თქვა, რომ მე ძალიან ხშირად ვსაუბრობ ნატოში ინტეგრაციაზე და ეს მას აწუხებს… თქვა, რომ მე და ჩემი მეუღლე ვართ ძალიან სერიოზული პრობლემა რუსეთისთვის დღეს. ეს მან ღიად თქვა სხდომაზე, იმიტომ რომ ძალიან გამოკვეთილია ჩვენი ლიბერალ-დემოკრატიული ღირებულებებისადმი ერთგულება და რომ ეს რუსეთისთვის არ არის მისაღები. მან თქვა, რომ ოქტომბრის შემდეგ არ ვიქნები ხელისუფლებაში იმიტომ, რომ მან ზუსტად იცის, რომ რუსეთის სწორი და ჭკვიანური მოქმედებების გამო, საქართველოში ხელისუფლება შეიცვლება იმ ორიენტაციის სასარგებლოდ, რომელიც მათ უნდათ. გასაგებია, რომ ვიღაცას მეტი ინტელექტი აქვს და ვიღაცას ნაკლები. ვიღაც ახერხებს ისე შეფარულად თქვას სათქმელი, რომ ხელი პირდაპირ ვერ დაადო, და ვერ უთხრა რომ რუსი ხარო. ვიღაცა კი ამას ვერ ახერხებს“,- აღნიშნა თინათინ ხიდაშელმა.
http://www.newposts.ge/?l=G&id=100852-%E1%...%83%97%E1%83%98თავდაცვის მინისტრის მიერ არჩევნებში ხმების დათვლა დემოკრატიაში თუ გადიოდა არ ვიცოდი.