ყველას გირჩევთ ვისაც ხარისხიანი დრამა გიყვართ. HBO - ს ლიმითედ შოუა 8 ეპიზოდი თუ არ ვცდები უკვე სამი ეპიზოდია და ყოველ კვირას გამოდის. ჰოდა ძაან Sad Story - ია. ყოველ ეპიზოდზე გული მაქვს ჩამწყდარი. თვითონ დაფუძნებულია უოლი ლემბის ამავე სახელწოდების რომანის მიხედვით NYT - ის ბესტსელერზე. მსახიობების ქასთი არის უმაგრესი, მთავარ როლში მონაწილეობს მარკ რუფალო რომელიც ორ იდენტურ ტყუპებს განასახიერებს, რომელიც ერთი შიზოფრენიით არის დაავადებული.

მოკლე შინაარსი ასეთია: კონექტიკუტის შტატის პატარა ქალაქში მცხოვრები იდენტური ტყუპი ძმების, დომინიკისა და თომასის (ორივე მარკ რუფალო) რთული ცხოვრების და ურთიერთობის შესახებ, რომელიც ეს უკანასკნელი ბავშვობიდან პარანოიდული შიზოფრენიით იტანჯება. ამ პრობლემის მოგვარება არ არის რთული – საჭიროა ექიმის მიერ დანიშნული წამლების დროულად მიღება. მაგრამ ზოგჯერ თომას ავიწყდება და ერთ დღეს ქალაქის ბიბლიოთეკაში მოხვდება, სადაც სპარსეთის ყურეში ომის წინააღმდეგ პროტესტის ნიშნად ხელს მოიჭრის. შედეგად, თომას ფსიქიატრიულ საავადმყოფოში აგზავნიან, რომელიც თავისი მკაცრი წესებით და ექთნების არაადეკვატური ქცევით არის განთქმული. დომენიკი, რომელსაც გულწრფელად სურს ძმის ნორმალურ ცხოვრებაში დაბრუნება, მის ფსიქიატრიულ საავადმყოფოდან ნებისმიერ ფასად გამოიყვანას გადაწყვეტს.
ჰოდა ამ ყველაფერთან ერთად არის ბევრი რამე , ფლეშბექები, ოჯახის წარსული, ძმების წარსულის ამბები და ამ ყველაფერს რუფალო ართმევს ფანტასტიურად.