/// ისედაც ყველა ყველაფერს გაიგებდით და ვინც ჯერ კიდევ არ იცის - იმათთვის დავწერ... "სამოყვარულო ავტოსპორტს" რომ ეძახიან დრიფტს და დრაგს - გადავედით ახალ საფეხურზე!
ანუ შეიქმნა
საქართველოს დრიფტის და დრაგის ფედერაცია, რომელიც აღიარებულია, FIA–ს, საქართველოს ავტოსპორტის ფედერაციის და მთავრობის ყველა საჭირო ინსტანციის მიერ. და მოვალეობა იქნება ყველა წესის თუ ნორმატივების ჩამოყალიბება, მრბოლელებთან, ორგანიზატორებთან და სახელმწიფოსთან ურთიერთობა. +რჩევების მიცემა წინსვლისთვის და დახმარება თუ შუამავლობა მხოლოდ კარგ საქმეში!

ჩვენი ფედერაციის პრეზენტაცია არის ამ სამშაბათს, დიდუბე პლაზაში, საღამოს 7 საათზე, დასწრება თავისუფალია
მანდ გვექნება წარდგენა ჩვენი გეგმების და მრბოლელებისთვის ტექნიკური მოთხოვნების თუ ცვლილებების გაცნობა!
დრიფტერებს კი დიდი საჩუქარი შეხვდათ, რაც ჩვენი დრიფტის მიმართ სიყვარულისთვის კეთდება და რასაც სხვა ნაკლებად იზამდა!
ეს არის საინფორმაციო თემა და თუ რამე კითხვა გექნებათ - აქ ნაკლებად შემოვდივარ
ან ჩემს პროფილზე მომწერეთ:
https://www.facebook.com/GT714ან ოფიციალურ გვერდზე და გიპასუხებთ:
https://www.facebook.com/GDDF.Georgia/ჩვენ ყოველთვის ვცდილობთ წინ წავწიოთ ის რაც გვიყვარს - თორემ სხვის ჯინაზე თაგუნიებმა იცხოვრონ!

)