რაღაც აქცია მინდა მოგიფიქროთ, ოდნავ განსხვავებული წინა აქციებისგან შედარებით.
აქციის მთავარო კრიტერიუმი უნდა იყოს მოთამაშის ეფექტურობა, რამდენად წარმატებულია ფორუმის მონაწილე მისი სესიების მსვლელობისას.
ამ ეტაპზე მაქვს ასეთი იდეა:
შევქმნა ფორუმის ახალი ჯგუფი სადაც შევიყვან მარტო იმ მოთამაშეებს, რომლებსაც 2016 წელს 100 ან მეტი ლარის რეიქი აქვთ გამომუშავებული.
შემდეგ ამ ჯგუფის მონაწილეებს შორის შედგება ლიდერბორდი რომელსაც ჩამოვაყალიბებთ შემდეგი პრინციპით:
ლიდერბორდის მაჩვენებელი იქნება % <<
პროცენტში იგულისხმება მოთამაშის მიერ გარკვეულ პერიოდში გაქოლილი თანხის ოდენობის შეფარდება იმ თანხასთან რაც მან ქოლის შემდეგ მიიღო.
მაგალითი: დღის განმავლობაში მოთამაშემ გაქოლა 1500 ლარის ხელი და ამის ფონზე უკან წამოიღო 1650 ლარი ეს ნიშნავს რომ მისი ეფექტურობის პროცენტი არის: 9.5238% ანუ მოგებული 1650 არის 9.5238%-ით მეტი ვიდრე მისი გაქოლილი 1500 ლარი.
თუ იგივე სიტუაციაში მოთამაშე გაქოლავს 1650 ლარს და უკან დაიბრუნებს 1500 პროცენტი იქნება: -9.5238%
რეიტინგი გვინდა გავაკეთოთ მარტის თვის ბოლომდე და ჯამში გამოვყო 2000 ლარი.
ვფიქრობ სამართლიანი იქნება დავასაჩუქროთ 1-3 ადგილი ვისაც ყველაზე უკეთესი +% ექნება და ბოლო 3 მოთამაშე ვისაც ყველაზე უარესი +% ექნება.
საპრიზოებს გავანაწილებდი შემდეგნაირად:
1 ადგილი 500 ლარი +%
2 ადგილი 300 ლარი + %
3 ადგილი 200 ლარი +%
ყველაზე წარუმატებლების რეიტინგი
1 ადგილი 500 ლარი +%
2 ადგილი 300 ლარი + %
3 ადგილი 200 ლარი +%
ერთ-ერთ დამაბრკოლებელ ფაქტორად ამ აქციის ფარგლებში მივიჩნევთ მოთამაშეთა მხრიდან ხელოვნურად ქოლების დაფიქსირდებას, როცა ერთმანეთში ზოგი მოთამაშე გადათამაშებით სპეციალურად დასვავს მაღალ ან დაბალ პროცენტს და "გასექტავს" აქციას

თუ გაქვთ რამე იდეა ამ აქციაზე მომწერეთ, ერთად დავამუშავოთ