მოკლედ, მეგობრებო.
ბევრი ვიფიქრე თუ ცოტა გადავწყვიტე გამეხსნა თემა, რომელიც ყველა დროის საქართველოს ნაკრებს გამოავლენს. ათვლის წერტილია 1990 წლის 27 მაისი, როდესაც ჩვენმა უპირველესმა გუნდმა პირველი არაოფიციალურ ი მატჩი ჩაატარა ლიტვის ნაკრების წინააღმდეგ.
მაინტერესებს თქვენი აზრით ვინ შედის საუკეთესო თერთმეტეულში და ვის მიაკუთვნებთ ადგილს სათადარიგოთა სკამზე.
ერთიანი ხედვა რომ გვქონდეთ (და არ დავაყენოთ ერთი მცველი და ცხრა ფორვარდი

) ამიტომ გთავაზობთ 11 კაცში შედგეს კლასიკური 4-4-2 ტაქტიკური სქემით.
ჩემი აზრით საქართველოს ყველა დროის საუკეთესო ნაკრები ასეთია (ფრჩხილებში მითითებულია აღმზრდელი კლუბი და კლუბი სადაც ამჟამადაა ან ბოლოს იყო - წინასწარ ბოდიში თუ რაიმე არასწორად იქნა მითითებული):
1. ნუკრი რევიშვილი ("ტორპედო" ქუთაისი/კრასნოდარი)
2. კახა კალაძე ("დინამო" თბილისი/ჯენოა)
3. კახა ცხადაძე ("დინამო" თბილისი/ანჟი)
4. ალექსანდრე ამისულაშვილი ("დინამო" თბილისი/კრასნოდარი)
5. ზურა ხიზანიშვილი ("დინამო" თბილისი/კაიზერისპორი)
6. ლევან კობიაშვილი ("დინამო" თბილისი/ჰერტა)
7. კახა გოგიჩაიშვილი ("დინამო" თბილისი/"ლოკომოტივი" თბილისი) (აქ ძალიან მიჭირს არჩევანი გავაკეთო თარგამაძესა და გოგიჩაიშვილს შორის)
8. ჯაბა კანკავა ("დინამო" თბილისი/კრივბასი)
9. თემურ ქეცბაია ("დინამო" თბილისი/ანორთოსისი)
10. გიორგი ქინქლაძე ("დინამო" თბილისი/რუბინი)
11. შოთა არველაძე ("დინამო" თბილისი/ლევანტე)
სათადარიგო 7 კაცი (მეკარე-2 მცველი-2 ნახევარმცველი და 2 თავდამსხმელი):
12. აკაკი დევაძე ("დინამო" თბილისი/მგლები)
13. მურთაზ შელია ("დინამო" თბილისი/"ლოკომოტივი" თბილისი)
14. მალხაზ ასათიანი ("ტორპედო" ქუთაისი/"ლოკომოტივი" მოსკოვი)
15. გიორგი ნემსაძე ("დინამო" თბილისი/"დინამო" თბილისი)
16. ლევან ყენია ("ლოკომოტივი" თბილისი/უკლუბოდ)
17. ალექსანდრე იაშვილი ("დინამო" თბილისი/კარლსრუე)
18. არჩილ არველაძე ("დინამო" თბილისი/კიოლნი)
თქმა არ უნდა რომ სია სუბიექტურია და მხოლოდ ჩემეულ ხედვას ასახავს.
თქვენი აზრი საინტერესო იქნება და ბოლოს შევაჯამოთ, როგორია ყველა დროის საქართველოს ნაკრების ჩვენეული შეფასება