მეტროპოლიტენის თანამშრომლები უვადო გაფიცვის დაწყებით იმუქრებიანთბილისის სატრანსპორტო კომპანია მეტროპოლიტენის თანამშრომლების ნაწილმა დღეს პირობების გაუმჯობესების მიზნით აქცია მოაწყო.
მეტროპოლიტენ "დიდუბის" სადგურთან თანამშრომელთა ნაწილი შეიკრიბა. ადგილზე იმყოფებიან ასევე თბილისის სატრანსპორტო კომპანია მეტროპოლიტენის ელექტრომატარებლის მემანქანეების დამოუკიდებელი პროფკავშირის "ერთობა-2013"-ის წევრები.
როგორც "ინტერპრესნიუსთან" საუბრისას "ერთობა 2013"-ის თავმჯდომარის მოადგილე ზაზა ბარბაქაძემ განუცხადა, მათი მოთხოვნების შესახებ დღეს წერილობით მიმართავენ ჯანდაცვის სამინისტროს, მერიასა და თბილისის სატრანსპორტო კომპანიის ადმინისტრაციას. მეტროპოლიტენის მემანქანეები ითხოვენ ხელფასების კორექციას ლარის კურსის შესაბამისად. მათი ერთ-ერთი მოთხოვნაა ასევე ანაზღაურება ჰქონდეთ წელთა ნამსახურების მიხედვით და ღამის საათებში მათი მუშაობა განსხვავებული ტარიფით ანაზღაურდეს.
როგორც "ინტერპრესნიუსთან" საუბრისას პროფკავშირების წევრმა, მემანქანე რატი კაპანაძემ განაცხადა, მეტროპოლიტენში დასაქმებული მემანქანეთა საშუალო ხელფასი თვეში 1050 ლარია. აქციის მონაწილეების თქმით, ინფლაციის შედეგად მათი ხელფასი წინა წლებთან შედარებით დაბალი მსყიდველუნარიანობისააა. კაპანაძე აცხადებს, რომ მემანქანეების შრომა ძალზე მძიმე და საპასუხისმგებლოა და საჭიროა მათი ანაზღაურების ლარის კურსის შესაბამისად კორექცია მოხდეს.
როგორც აქციის მონაწილეები აცხადებენ, კანონის შესაბამისად ისინი 21 დღეს დაელოდებიან, რის შემდეგაც თუ ხელისუფლება მათ წერილებზე რეაგირებას არ მოახდენს, უვადო გაფიცვებს დაიწყებენ. აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ მათი დღევანდელი საგაფიცვო მოქმედებების დაწყების მიუხედავად, მეტროპოლიტენი შეუფერხებლად მუშაობს.
http://www.interpressnews.ge/ge/sazogadoeb...imuqrebian.htmlდავით ნარმანიას განცხადებით, მერიას მეტროპოლიტენის მემანქანეებისთვის ხელფასების მომატების რესურსი არ აქვსთბილისის მერიას ხელფასების მომატებასთან დაკავშირებით რესურსები არ აქვს, - ასეთი კომენტარი გააკეთა თბილისის მერმა დავით ნარმანიამ, დღეს თბილისის სატრანსპორტო კომპანია მეტროპოლიტენის ელექტრომატარებლების მემანქანეების მიერ წინასაგაფიცო მოქმედებების დაწყებასთან დაკავშირებით.
"რაიმე არსებითი მოთხოვნა არ არის, არის სოლიდარობის ნიშნად მათი გამოსვლა, რომელსაც ადმინისტრაცია ადეკვატურად უპასუხებს. შესაძლებლობის ფარგლებში მაქსიმალურად მათ გვერდით ვდგავართ", - განაცხადა დავით ნარმანიამ.
ჟურნალისტების შეკითხვაზე, შეხვდება თუ არა აქციის მონაწილეებს, დავით ნარმანიამ აღნიშნა, რომ თუ საჭირო გახდება, მეტროს მემანქანეებს მისი მოადგილე კურატორი შეხვდება.
"მერიას ხელფასების მომატებასთან დაკავშირებით რესურსი არ აქვს, რადგან წელს მნიშვნელოვანი ადმინისტრაციული რესურსის ოპტიმიზაცია გამოვაცხადეთ და ეს ეხება ყველა სამსახურს. შემცირებით არ შეგვიმცირებია, მაგრამ გაზრდის რესურსი წელს არ გვაქვს", - აღნიშნა დავით ნარმანია.
http://www.interpressnews.ge/ge/sazogadoeb...si-ar-aqvs.htmlპრემიის და დანამატის გამოწერისთვის რესურსი გააქვთ?
ყველა ისე წერს,როგორი კულტურა და შეგნება აქვს და ამაზე მათ ოჯახებში უნდა ეზრუნათ დიდიხნის წინ. nigo