ფბ-დან მოვიპარე....
კორონამაც კი იცის ვის არ უნდა შეეხოს და ზოგ-ზოგიერთებს რა სჭირთ

***
შენ რა გითხარი, კორონა,
რა გამორჩევით დადიხარ,
ზოგიერთს არც ეჩვენები,
ზოგისთვის დიდი დარდი ხარ...
ამ ჩვენს ბოლნისს და მარნეულს
პირველს გამოჰკარ სარმაო,
ეკლის მავთული მოავლო
ერთმა რეგვენმა ქალმაო.
მეგრელებს როცა ეგონათ:
-- არ ვუყვარვართო კორონას. სპორტსმენი გამოუგზავნა,
სახლში ჩაკეტა ორ-ორად.
იმერელს არა უშავდა,
არ მოუშლია ტანტალი,
მაგრამ ღვანკითმა უმუხთლა,
ზურგიდან ჩასცა ხანჯალი.
გურულს რა ეკორონება,
ისეც წელშია მოხრილი,
მაგათ ხომ უკვე წლებია
ფაროსანა აქვთ მოხდილი.
სვანები დინჯად სხედან და
მთავრობას საქმეს ურჩევენ, მხოლოდ ერთი რამ აფიქრებთ:
მესტიიდან არ უშვებენ!
კახეთი მწვანე ზონაა,
ეგენი მარტო აცინა, ამ ,,ზავოდობის''წყალობით,
შექმნეს კორონას ვაქცინა.
ხევსური ფანდურს ჩამოჰკრავს,
მთიული ეტყვის ბანსაო:
-- კორონა ჩვენ რას გვიპოვნის,
თავად ძლივს ვაგნებთ სახლსაო.
რაჭველს ფეხებზე ჰკიდია,
საქმეზე ხელს არ აიღებს,
აქ კარანტინი რომ იყო,
მაგას გაისად გაიგებს.
ამინისტიას გისურვებთ,
გვეყო შიში და კანკალი,
არ მოგვიშალოს უფალმა,
კვლავ აქეთ-იქით წანწალი ❤❤❤
ავალიანების ქალის უნდა იყოს
* * *
ხო, მშია და პური არაა სახლში...
ცარიელი ოსტრის დედაც და კორონასიც
This post has been edited by erfiro on 20 May 2020, 04:12
- ქართლად ფრიადი ქუეყანაჲ აღირაცხების, რომელსაცა შინა ქართულითა ენითა ჟამი შეიწირვის და ლოცვაჲ ყოველი აღესრულების
- ვისაც ჩვენი არეული არ მოსწონს, მისი დალაგებულის დედაზე ჩამოვჯექი!!!