სულ მინდოდა რიხარდ ვაგნერის დამუღამება. ხალხს ელეთმელეთი მოსდიოდა და მოსდის ვაგნერზე. გიტლერი მასტურბირებდა 'რაინგოლდის' ჰანგებზე. სიონიზმის ფუძემდებელი თეოდორ ჰერცლი შაბათს მაზავდა და ოპერაში მიდიოდა მოსასმენად
და ჩემნაირი ბრწყინვალე ინტელეკტი. ჩემნაირი იშვიათი პერსონალია, ვერ ამუღამებს ამ მუსიკას.
სულ ვცდილობდი და ვაგნერის ფანი რომ გაეძრობა ჩემს წინ, ეგრევე შური და ბოღმა მკლავს. ეგება ჩემზე უფრო ღრმად ესმის ცხოვრების აზრი? ეგება არიული გენია მასში სუფევს, ჩემნაირ უნტერმენშს კი არ ეღირსება ვალჰალას სანახების დანახვა ოცნებებშიც კი.