სადღობელაშვილი კალაძეს:გიცხადებთ ომს და ვიწყებთ შენი ბიზნესების მხილებას! შეჭამე საქართველო!
ავტორი: ქეთი ბაჭველაშვილი | ტელ: 557127472 | 26 თებერვალი 2016 01:34:13 | ნანახია: 2578-ჯერ |
სადღობელაშვილი კალაძეს:გიცხადებთ ომს და ვიწყებთ შენი ბიზნესების მხილებას! შეჭამე საქართველო!
„იცით რა ხდება ოცნებაში?!
კალაძეს პარადია! პარადნოი კი მისი ნათესავები ზოგი უდიპლომო ზოგი უქნარა და ზოგი კრიმინალი.” - ამის შესახებ „თავისუფალი თაობის“ ლიდერი ლადო სადღობელაშვილი სოციალურ ქსელში წერს.
მისი თქმით, ახალგაზრდების არასამთავრობო ორგანიზაცია აქამდე თავს ბიძინა ივანიშვილის ხათრით იკავებდა, თუმცა ენერგეტიკის მინისტრი კახი კალაძე ყოველგვარ ზღვარს გადავიდა და “თავისუფალმა თაობამ“ მას ბრძოლა გამოუცხადა. სადღობელაშვილის განცხადებით, ვიცეპრემიერი ქვეყანაში ყველაფერს დაეპატრონა და ირაკლი ღარიბაშვილის თანამდებობიდან ჩამოცილებაც სწორედ მისი დამსახურება.
„მე ვესაუბრე ახალგაზრდებს რომლებმაც 4 წლის განმავლობაში ოფლი ღვარა და შეაკვდა ნაციონალებს და რა მიიღეს - მოვიდა კალაძეს სანათესაო და ჰაიდაპაშოლ!!!
თვითონ კალაძე კი დაეპატრონა ნაცების ბიზნეს, მათ შორის ძმები შარანგიების ”ენერგო პრო ჯორჯიას” და აგერ ტოპ 50 -ში ყველაზე იმიჯნოი და სტილიაგა მაჩოს ელფერით იწონებს თავს! ნარცისი და დოლჩეგაბანას საცვლების სახე იყავი და დარჩები სულ!
ჩვენ კი ”თავისუფალი თაობა” გიცხადებთ ომს და ვიწყებთ შენი ბიზნესების მხილებას! შეჭამე საქართველო! ნაცების გზის გამგრძელებელი! ნაცების და კრიმინალების შნირო!
ამდენ ხანს მხოლოდ ბიძინა ივანიშვილის გამო ვიკავებდით თავს თუმცა როგორც ვატყობთ ზღვარს გადახვედი!
p.s შენ დაანგრიე ყველა იდეალი იმისა თუ რატომ გქომაგობდათ საქართველო ”ოცნებას” შენ ბოლო მოუღე ღარიბაშვილს და ახლა ფრთებგაშლილი დაებატონე ყველაფერს! ვერ მოგართვით!!! შენ ჩვენი ოცნება არ ხარ!“ -წერს სადღობელაშვილი სოციალურ ქსელში და შემდეგ სურათს აქვეყნებს:
http://www.sazogadoeba.ge/news.php?post_id=39906
მიმაგრებული სურათი