„სითი.კვირა“ ექსკლუზიურად გთავაზობთ ცვლილებების პროექტს, რომელიც თბილისის მიწათსარგებლობის გენერალურ გეგმაზე მომუშავე „სითი ინსტიტუტი საქართველო“-მ და მისმა პარტნიორებმა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას წარუდგინეს სამუშაოთა პირველ ეტაპზე. როგორც „სითი ინსტიტუტი საქართველო“-ს დირექტორმა მამუკა სალუქვაძემ ჩვენთან საუბარში განაცხადა, ეს არის პირველი ეტაპზე გადაუდებელი ცვლილებები “ქ. თბილისის ტერიტორიების გამოყენების და განაშენიანების რეგულირების წესებში”.
„პირველადი რეგულაციების შემოთავაზების მიზეზს წარმოადგენს ქალაქში მიწის ნაკვეთების სამშენებლოდ გამოყენების უხეში და ხშირად არასწორი პრაქტიკის დროული შეჩერება, მოსალოდნელი ზიანის შემცირება, ან მინიმიზაცია. ცვლილებები შემოთავაზებულია მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის განახლების დასრულებამდე, რის შემდეგაც მოხდება ქ. თბილისის ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესების ახალი სრული რედაქციის შეთავაზება.
http://www.city.kvira.ge/2016/03/03/%E1%83...83%98%E1%83%A2/
მიმაგრებული სურათი