რას არ ეთანხმებით აქედან, არგუმენტირებულად, რა არის მიუღებელი იმაში, რომ პირველ რიგში, რუსეთის დაკრულზე არ ვიცეკვოთ და მეორე - რასიზმის, ძალადობის და დისკრიმინაციის აღკვეთის საწინააღმდეგო რა გაქვთ?
**********************************
ლგბტ პირთა კავშირის ლეგალიზაცია, დემოკრატიული პროცესის შედეგი და ადგილობრივი საკანონმდებლო ხელისუფლების პრეროგატივაა, ევროკავშირი, მხოლოდ მათი დისკრიმინაციისა და ძალადობის წინააღმდეგია
ევროკავშირის ოთხი ძირითადი პრიორიტეტული მიმართულება ლგბტ პირთა უფლებებთან დაკავშირებით:
• დეკრიმინალიზაცია და დისკრიმინაციული კანონების და პოლიტიკის წინააღმდეგ ბრძოლა
• ანტი-დისკრიმინაციისა და თანასწორუფლებიანობის პოლიტიკა
• ბრძოლა ჰომოფობიური ძალადობის წინააღმდეგ
• უფლებადამცველების მხარდაჭერა და დაცვა
ზოგადი რეკომენდაციები სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყნისათვის:
• სიძულვილის ნიადაგზე ჩადენილი დანაშაულებების აღრიცხვა და ზომების გატარება სტატისტიკური მონაცემების უკეთესად კვალიფიცირებისთვის. ასევე, საპასუხო ზომები ასეთი დანაშაულობების მიმართ;
• ევროკავშირთან კონტაქტების გაძლიერება, თანამშრომლობა ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებსა და სამოქალაქო საზოგადოებასთან ლგბტ პირთა უფლებების დასაცავად;
• სიტყვისა და შეკრების თავისუფლების დაცვის მხარდაჭერა.
რეკომენდაციები საქართველოს ხელისუფლებისათვის:
1. დისკრიმინაციის ყველა ფორმის სალიკვიდაციო სამართლებრივი მექანიზმების რეალიზება;
2. ლგბტ პირებთან დაკავშირებული საკითხების დეპოლიტიზაცია და სახელმწიფო სეკულარიზმის პრინციპის დაცვა;
3. ხარვეზების აღმოფხვრა კანონმდებლობაში დასაქმების სფეროში თანაბარი უფლებების და დამქირავებელსა და დაქირავებულს შორის წინა-სახელშეკრულებო მოლაპარაკებებში გამჭვირვალობის უზრუნველსაყოფად, მათ შორის, დისკრიმინაციის აღმოფხვრა სამუშაო ადგილებზე;
4. სტამბულის კონვენციის ძირითადი პრინციპების გათვალისწინება და ჩართვა;
5. სიძულვილის ნიადაგზე ჩადენილი დანაშაულებების გამოვლენა და სტატისტიკის წარმოება. სპეციალური ქვეგანაყოფების შექმნა შსს-ში, რომელიც კონტროლს გაუწევს კონკრეტულად ამ ტიპის დანაშაულს.
ნორმატიულ-სამართლებრივი ბაზა - საქართველო
საქართველომ მიიღო ანტი-დისკრიმინაციული კანონი, მაგრამ სამართლებრივი ხარვეზები ხელს უშლის მის ეფექტურ განხორციელებას. სახალხო დამცველის ოფისი პასუხისმგებელია მის რეალიზებაზე, მაგრამ იგი არ ფლობს დისკრიმინაციის წინააღმდეგ ბრძოლისათვის აუცილებელ ეფექტურ მექანიზმებს. დისკრიმინაციის შემთხვევების მხოლოდ მცირე ნაწილი მივიდა სასამართლომდე და იქაც, მტკიცების ვალდებულება ისევ მსხვერპლის მოვალეობად რჩება. ამას გარდა, მორალური და მატერიალური კომპენსაციის რეგულაცია ისევ დაუზუსტებელია, მოსამართლეებს კი არ გაუვლიათ სპეციალური მომზადება ახალი კანონის გამოყენების საკითხში.
პარლამენტის ადამიანის უფლებების დაცვის კომიტეტის აპირებს შეიტანოს ცვლილებები კანონში, მაგრამ მესამე სექტორი აღნიშნულ ცვლილებებს აკრიტიკებს მათი ზოგადი ხასიათის გამო. ასევე, დისკრიმინაციული მოტივი, როგორც დანაშაულის დამამძიმებელი გარემოება, არაეფექტურია 2012 წელს, სისხლის სამართლის კოდექსში შეტანილი ცვლილების შემდეგაც.
გარდა ამისა, მოქმედი კანონმდებლობა სუსტად ხორციელდება სახ. ორგანოების მიერ, იმის მიუხედავად რომ სექსუალური ორიენტაცია მითითებულია როგორც ლგბტ პირის მიმართ დანაშაულის ჩადენის შესაძლო მოტივი, ხელისუფლება არ აღიარებს რომ ლგბტ პირთა მიმართ რეგულარულად ხდება დანაშაული სიძულვილის ნიადაგზე. არ არსებობს ზოგადი სტრატეგია ასეთი დანაშაულებების იდენტიფიცირებისთვის. ხშირად, ასეთი დანაშაულის მსხვერპლს, უნდობლად ეკიდებიან სამართალდამცავი ორგანოებიც და დაუსჯელად ტოვებენ დამნაშავეებს.
მთლიანობაში, საქართველოში, ლგბტ პირთა სამართლებრივი მდგომარეობის ზოგადი შეფასება გაორებულია: ერთის მხრივ, საკანონმდებლო ცვლილებების სახით, გადადგმულია ბევრად პროგრესული ნაბიჯები ვიდრე ევროკავშირის ზოგიერთ ქვეყანაში, მაგრამ მეორეს მხრივ, უფლებადამცველები წუხან, რომ მიღებული კანონები არაეფექტურია რეალურ ცხოვრებაში. ასევე, სამართალდამცავი ორგანოების თანამშრომლები, საჭიროებენ კომპლექსურ, სისტემურ და შედეგზე ორიენტირებულ სასწავლო კურსებს სიძულვილის ნიადაგზე ჩადენილი დანაშაულებების საკითხებში.
https://eu.boell.org/en/2016/02/24/europe-l...-south-caucasus This post has been edited by anthropod on 5 Mar 2016, 06:37
მიმაგრებული სურათი