მოდი უფრო გავშალოთ თემა
კონკრეტულად ძრავებს რაც შეეხება
ჰონდა
2005-2006 არის 244 ცხენიანი 3.5 V6, 2006-დან კი VCM-ს (Variable Cylinder Management system) გაუკეთეს მოდერნიზირება, რამაც 255ცხენამდე გაზარდა სიმძლავრე და რაც მთავარია გახდა უფრო ეკონომიური
(100კმ-ზე მიახლოვებით 1 ლიტრით).
კოლოფი 5-speed automatic.
ტოიოტა
ძრავი 3.3 L 3MZ-FE V6 (VVT-i) 230 hp (172 kW) (2004–2006) - - - 3.5 L 2GR-FE V6 (Dual VVT-i) 266 hp (198 kW) (2007–2010) როგორც ვხედავთ ტოიოტამ სულ სხვა ძრავი ჩადო,
ჩემდა საუბედუროდ მხოლოდ BMჭ-ს ძრავების კლასიფიკაციას ვიცნობ, და ეს სიმბოლოების კომბინაციები არაფერს მეუბნება.

სიჩქარეების კოლოფი 5-speed automatic U151E (FWD) U151F (AWD).
გრანდ ქარავანი
ძრავები აქ ოხრადაა, 3.3 L 175 hp (130 kW) V6, 3.8 L 197 hp (147 kW) V6 ესენი თუ არ ვცდები ძველი გამოცდილი და ტრაქტორივით მუშა ძრავებია, (როგორც იტყვიან ოპელისტები "პრასტოი მატორიაო

) მარა მთავარი მინუსი არის მადა, საკმაოდ ბევრი საწვავის მოხმარება
4.0 L 251 hp (187 kW) V6, 3.6 L 283 hp (211 kW) V6 ესენი აზრზე არვარ, განსაკუთრებით საინტერესოა 3.6 მაგრამ, მანდ მთავრდება, დაჯის შემთხვევაში ალბათ უპრიანი იქნება ძველი და გამოცდილი.
აი სიჩქარეების კოლოფებშიც განსხვავებაა, ადრეც ეგრე იყო, მყავდა 2000-იანი ქარავანი მთელი 2 ცალი, პირველი იყო 3.8 ძრავზე სპორტ ლიმითედ ვერსია და მართლალია ცოტახანი მყავდა მაგრამ აშკარად კაი რამე იყო
შემდეგ უკვე 3.3-იანი ვიყიდე თბილისში და კარობკა შეცვლილი, 3.8-ის სპორტის კოლოფი ეყენა და ვინც მაგეებზე ჩალიჩობს, იმან მითხრა მე გავუკეთეო და ეს კარობკები "უკვდავიაო" (რეავი, თუმცა დღესაც ხოდზეა)
მოკლედ ქარავანის მეხუთე თაობაში ასეა საქმე 4-speed automatic(3.3 engine)
62TE 6-speed automatic (3.6, 3.8, 4.0 engines)
ნუ, ნავიგაციები ბლუთუსები DVD და ა.შ. მეორეხარისხოვანია.
GEORGEXIII