ვუპასუხოთ გულწრფელად და ვნახოტ რა სურატია
ეს თემა გამახსნევინა იმან, რომ თუ სწორად მივხვდი ბევრმა არ იცის მისი მნიშვნელობა?
ზებრა მიტომ არის რომ ადამიანი უნდა გადავიდეს! მისი გზაა.
ანუ, ზებრა იგივე შუქნიშანია, ქვეითად მოსიარულე გადადის და როცა გზა ტავისუფალია მერე მანქანა.
ხშირად გამიგონია ქარტველებისგან უცხოელები ისეტი ტავაზიანები არიან გიტმობენო

არადა ზებრაზე აქვტ საუბარი, ზებრაზე დაგიტმობს მანქანა გზას მაშ რა ჯანდაბას იზამს, აბა ერტი სხვაგან გადაუჭერი უცხოელს გზა, როგორ დაგიტმობს მერე ნახავ, ანუ, არ დაგიტმობს , არც შეაჩერებს და გადაგივლის ჩემი გზა იყოო. არც და ვერც ვერავინ მოედავება უცხოეტში. თავად იყოო დამნაშავეო. არ ისჯებიან ამაზე როცა შენ არღვევ.
თბილისში ე.წ ზებრა ხაზები მოიხატება (*აქამდე სად იყვნენ?

)
თბილისში ქვეითთა გადასასვლელებს, ე.წ ზებრა ხაზებს სხვადასხვა ნახატი დაამშვენებს. შესაბამისი ინიციატივა იტალიური კომპანიების წარმომადგენლობას La casa TINA ეკუთვნის.
თუ როგორ მოიხატება ზებრა გადასასვლელები და როდის დაიწყება შესაბამისი სამუშაოები, ამის შესახებ allnews.ge კომპანიის წარმომადგენელ ნინო პავლიაშვილს ესაუბრა.
საიდან გაჩნდა "ზებრა"-ს გაფორმების იდეა და რას ემსახურება ის?
ჩვენი კომპანიის ერთ-ერთი აქტივობიდან გაჩნდა იდეა, რომ შეგვექმნა არასტანდარტული, განსხვავებული დიზაინის ქვეითთა გადასასვლელი - ე.წ ზებრა. გამომდინარე იქიდან, რომ თბილისში მცხოვრები ბევრი ადამიანი ჯერ კიდევ უგულვებელყოფს ქვეითთა გადასასვლელს, გადავწყვიტეთ, მათი ყურადღება გალამაზებული გადასავლელით მიგვექცია. ამ პრობლემას ძირითადად მძღოლების კონტექსტში განიხილავენ, მაგრამ არანაკლებ მწვავედ დგას ეს საკითხი ქვეითად მოსიარულეთათვისაც. ბევრი მათგანი საკუთარ სიცოცხლეს საფრთხეში აგდებს და ინტენსიური მოძრაობის ადგილას კვეთს ქუჩას.
რამდენად რთული იყო პროექტის განხორციელება?
პირველი კითხვა, რაც დაგვებადა იყო ის თუ რამდენად გვექნებოდა საშუალება განგვეხორციელებინა ეს იდეა. აქტივობის დასაწყისშივე სიამოვნებით შემოგვიერთდა საქართველოს საავტომობილო სპორტის ფედერაცია მევლუდ მელაძის ხელმძღვანელობით და სრული მხარდაჭერა გამოგვიცხადა. ეს შემთხვევითი არ ყოფილა, რადგან ფედერაცია უსაფრთხოების საკითხებს საკმაოდ დიდ ყურადღბას უთმობს. მივმართეთ თბილისის მერიას, მათმა წარმომადგენლებმა ზუსტად დაინახეს ჩვენი ჩანაფიქრი, მხარდაჭერა გამოგვიცხადეს და იდეის რეალიზაციის საშუალება მოგვცეს.
როგორი დიზაინი ექნება თქვენ მიერ მოხატულ "ზებრას"?
კონკურსი გამოცხადდება, რომელშიც მონაწილეობის მიღება ნებისმიერ მსურველს შეუძლია. იქნება აუცილებელი მოთხოვნა, რომ "ზებრის" სტანდარტული ფორმა არ დაიკარგოს, უნდა ჩანდეს მისი დანიშნულება. ამ ფაქტორის გათვალისიწინებით ნამუშევრებს პროფესიონალი ჟიური შეარჩევს, რომელიც დაკომპლექტებული იქნება მერიის, ავტოსპორტის, დიზაინერებისა და La casa TINA წარმომადგენლებისგან.
დაგეგმილ აქტივობასთან დაკავშირებით allnews.ge მერიის ტრანსპორტის დეპარტამენტის უფროსის მოადგილეს მალხაზ ჭუმბურიძესაც ესაუბრა. როგორც მან აღნიშნა, მოხატული გადასასვლელი თბილისში სულ რამდენიმე იქნება, თუმცა, ჯერჯერობით არ იციან ზუსტად სად.
"ჩვენც დიდი ინტერესით ველოდებით კონკურსის დასრულებას და ჩართულები ვართ ამ პროცესში", - აღნიშნა ჭუმბურიძემ.
კონკურსი 3 მარტს დაიწყო და 20 მარტამდე გაგრძელდება. მსურველებს თავიანთი ნამუშევრების გაგზავნა La casa TINA-ს ოფიციალურ გვერდზე შეუძლიათ.
http://www.allnews.ge/sazogadoeba/145795-%....html#show-moreიმ ქვეყანას რა ვუთხარი ამასაც რომ სხვა გიკარნახებს
არადა ტუ სადმე ვინმეს ზებრა სჭირდება თბილისს!
ბატებივიტ რომ გადადიან სადაც გაუხარდებატ, ერტი, რომ იძულებულბი არიან ვინაიდან შუქნიშნები არ აყენია და, მეორე , მიწისქვეშ გადასავლელში ჩემი მტერი ჩავიდა ისეტ მდგომარეობაშია
ანუ, ზებრა არის საუკეტესო გამოსავალი ეს ვიცი მე საუკუნეა და ამატ რა უტვინობა აქვტ შეყრილი რომ ახლა გაიგეს და ისიც იტალიამ მიუთითატ, თავად ვერ აზრობენ
Do not argue with a fool. He will drag you down to his level and beat you with experience!
OPEN YOUR MIND, THINK WIDE ;-)